ფეხბურთი

19:12 | 26.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” “ტორპედოს” გამოცდილებით აჯობა

შაბათს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის X ტურის მატჩები გაიმართა. თბილისში “დინამომ” “ტორპედო” ბოლო წუთზე გატეხა. ლიდერების თამაშმა გაამართლა, გამარჯვებას ორივე გუნდი იმსახურებდა, მაგრამ ბოლოს გამოცდილებამ მაინც თავისი გაიტანა და მასპინძლებმა გაიმარჯვეს.

“ჩიხურამ” წინა ტურში “დინამოსთან” შერცხვენის შემდეგ “გურია” 5:1 გაანადგურა, საკუთარი გულშემატკივრის გულიც მოიგო და მეორე ადგილზეც აინაცვლა, თუმცა ქუთაისელებს მხოლოდ მოგებათა მეტი რაოდენობით უსწრებს. “მერანმა” კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით ისევ წააგო, ხოლო “დილამ” რამაზ სოღოლაშვილის თავკაცობით პირველად იმარჯვა, თანაც სტუმრად მცხეთაში.

ჩიხურა (საჩხერე) – გურია (ლანჩხუთი) 5:1 (2:0)

გოლები: 1:0 ვაჟა ლომაშვილი (22), 2:0 ბესიკ დეკანოიძე (37), 2:1 თენგიზ ჩიკვილაძე (69), 3:1 ბესიკ დეკანოიძე (75), 4:1 გიორგი გაბედავა (82), 5:1 ჯამბულ ჯიღაური (85)

გაძევება: გიორგი დათუნაიშვილი (“ჩიხურა”)

ზუგდიდი – სპარტაკი (ცხინვალი) 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ზვიად მეტრეველი (40), 1:1 ლუკა გუგუჩია (პენ, 74) 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – დილა (გორი) 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 გრიგოლ დოლიძე (10), 0:2 ირაკლი მოდებაძე (58) 

მერანი (მარტვილი) – ზესტაფონი 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ვახტანგ ჭანტურიშვილი (75), 0:2 საბა ლომია (77) 

სიონი (ბოლნისი) – მეტალურგი (რუსთავი) 0:1 (0:0)

გოლო: 0:1 ლევან კორღალიძე (53) 

დინამო (თბილისი) – ტორპედო (ქუთაისი) 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 თორნიკე კაპანაძე (22), 1:1 ლევან ხმალაძე (პენ, 79), 2:1 გიორგი გველესიანი (90)

გაძევება: უსტარიცი (3, “დინამო”)

45-ე წუთზე ჯაბა დვალმა ვერ გაიტანა პენალტი

 

1     დინამო (თბილისი)                      10         8         1         1          27:9             25           
2 ჩიხურა 10 6 1 3 23:18 19
3 ტორპედო 10 5 4 1 15:7 19
4 მეტალურგი  10 5 2 3 16:15 17
5 გურია 10 5 0 5 10:14 15
6 დილა             10 4 3 3 13:11 15
7 ზესტაფონი        10 4 2 4 12:8 14
8 მერანი                     10 4 0 6 12:22 12
9 ვიტ ჯორჯია               10 3 3 4 14:14 12
10 სიონი                10 2 3 5 11:15 9
11 ზუგდიდი            10 1 4 5 5:15 7
12  სპარტაკი          10 1 1 8 5:15 4

 

მეგოლეები:

7 – დიმიტრი ტატანაშვილი (2 პენ, “ჩიხურა”), ირაკლი მოდებაძე (1, “დილა”)

6 – დორინ გოგა (“დინამო”)

5 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”)

4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (ორივე -“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე – “ვიტ ჯორჯია”), გრიგოლ დოლიძე (“დილა”)

3 – ლადო ახალაია (“სიონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), ვილი ისიანი (“გურია”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)

 

 შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

0.122779