ფეხბურთი

16:34 | 25.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” სპარინგში “ვიტ ჯორჯიას” აჯობა

 

თბილისის “დინამომ” მიმდინარე წელს პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა - დიღმის საწვრთნელ ბაზაზე თანაქალაქელი “ვიტ ჯორჯია” 2:1 დაამარცხა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “დინამოს” პრესსამსახური იუწყება.

“დინამომ” მატჩი ორი შემადგენლობით ჩაატარა:

პირველი ტაიმი: ლორია, კაკაბაძე, გველესიანი, ხიდეშელი, კვირკველია, გორგიაშვილი, ძარია, გოგა, დიასამიძე, ჩისკო, ვუო

მეორე ტაიმი: დაუშვილი, ხურცილავა, რეხვიაშვილი, პაპავა, შერგელაშვილი, გლიშიჩი, ცინცაძე, პაპუნაშვილი, ლობჟანიძე, მერებაშვილი, მოდებაძე

ვიტ ჯორჯიას სასტარტო შემადგენლობა შემდეგი იყო: შეროზია, საბაძე, გეთიაშვილი, ღონღაძე, მჭედლიშვილი, კორიფაძე, წყაროზია, დავლაშელიძე, სიჭინავა, ელგუჯა ლობჯანიძე, ღიბრაძე

“ვეტერინარებს” განაცხადში ჰყავდათ: ჩალიგავა, კიკნაძე, კალანდია, კუხალეიშვილი, ხვისტანი, ჩიტიშვილი, დემეტრაშვილი, გახარია, კურდღელიშვილი, კვირკვია, ჯამარაშვილი

მატჩში ანგარიში მე-16 წუთზე გაიხსნა. ესპანელი ლეგიონერის ჩისკოს გადაცემის შემდეგ, თანაგუნდელები გიორგი გველესიანმა დააწინაურა – 1:0. 51-ე წუთზე, ელგუჯა ლობჯანიძის ზუსტი დარტყმის მერე, “ვიტ ჯორჯიამ” თანაფარდობა აღადგინა. მატჩში საბოლოო წერტილი “დინამოს” ახალწვეულმა ირაკლი მოდებაძემ დასვა – 2:1. განვლილ სპარინგში მიკროტრავმის გამო ნახევარმცველ გიორგი ჯანელიძეს არ უთამაშია. 


0.12439