კალათბურთი

18:04 | 15.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” შეკრება დაასრულა

დღეს, 15 იანვარს, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა თბილისის “დინამომ” ერთკვირიანი შეკრება დაასრულა, რომელიც დიღმის მასივში მდებარე მის ბაზაზე გაიარა.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ “დინამომ” 2013-14 წლების სეზონი კარგად დაიწყო. მიმდინარე სეზონში არსებობის მანძილზე პირველად მოიგო ოლიმპიური თამაშების ჩემპიონების, ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალი, ხოლო მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატს პირველი წრის შემდეგ ერთპიროვნულად ლიდერობს. რაც შეეხება დუდუ დადიანის მემორიალის ბოლო გათამაშებას, მონაწილეობა არ მიუღია.

0.116873