კალათბურთი

21:06 | 5.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” რეგულარულის პირველობა გაიფორმა და პლეი ოფის მეტოქეც გაარკვია

 საქართველოს 23-ე საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული პირველობის ბოლოსწინა ტურმა გამარჯვებულის ვინაობა ოფიციალურად გაარკვია. თბილისის “დინამომ” “ოლიმპს” მოუგო და ისიც გაარკვია, რომ პლეი ოფის პირველ ეტაპზე (მეოთხედფინალში) ისევ ამ გუნდთან მოუწევს ძალის მოსინჯვა. ირაკლი ხოშტარიასა და დავით თორთლაძის გუნდების პაექრობამ მეჩვიდმეტე ტური დაასრულა, მანამდე კი სპორტის სასახლეში 2 ოვერტაიმიანი საკალათბურთო თრილერი ვიხილეთ “შსს აკადემიისა” და “სოხუმის” შესრულებით. ამ მატჩს ლიტველი სტუმრებიც დაესწრნენ და ნამატჩევს აღნიშნეს, ამგვარი დრამატული, საინტერესო ორთაბრძოლა კარგა ხანია არ გვინახავს და თუ ესოდენ დამაინტრიგებელ მატჩს საქართველოს პირველობაზე მივადევნებდით თვალს, არ გვეგონაო.

... შეხვედრისწინა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე სოხუმელთა თავკაცმა ვაჟა კვარაცხელიამ აღნიშნა, მოგების შანსი 60 პროცენტია 40-ის წინააღმდეგ მეტოქის სასარგებლოდო, რასაც აკადემიელთა დამრიგებელი არჩილ ჟღენტი არ დაეთანხმა – ცნობილი სირთულეების მიუხედავად, მოწინააღმდეგე სოლიდური გვყავს და გამარჯვების შესაძლებლობა ორივე გუნდს თანაბარი აქვსო. როდესაც მეორე პერიოდის დასაწყისში “შსს აკადემია” 14 ქულით დაწინაურდა (34:20), ბატონი არჩილის წინასამატჩო სიტყვები რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ოპონენტის მისამართით გამოთქმულ ერთგვარ რევერანსად მივიჩნიეთ, მაგრამ უამრავი საკალათბურთო ბატალიის მხილველმა, სტაჟიანმა ჟურნალისტმა და ქომაგმა ბატონმა დავით ჭელიძემ პრესლოჟაში მსხდომთ გვითხრა, “სოხუმი” აუცილებლად გაიბრძოლებს და ასე ადრეულად აკადემიელებს მოგებულად ნუ ჩათვლითო. შესაძლოა მას ამ გუნდებს შორის გამართული პირველი წრის შეხვედრაც ალაპარაკებდა ამგვარად. გეხსომებათ, მაშინ ”შსს აკადემია” 21 ქულით დაწინაურდა, მაგრამ ”სოხუმმა” ლამის სასწაული მოახდინა და ის მატჩი მოიგო...

სოხუმელთათვის გარკვეული სტიმულის მიმცემი მეტოქის მეფარის მილე ილიჩის მიერ მიღებული მესამე პერსონალური ჯარიმა გამოდგა. ჟღენტმა 215 სმ სიმაღლის მეფარე დროებით სათადარიგოთა სკამზე დასვა, კვარაცხელიას გუნდმა კი სხვაობის შემცირება დაიწყო და დიდი შესვენების წინ საქულე ჩამორჩენა ოთხამდე დაიყვანა – 43:47.

მესამე პერიოდის დასაწყისში ჯერემი სიმონსის ზუსტი სროლის შემდეგ სოხუმელები დაწინაურდნენ 50:49. მათი ლიდერობა მცირე ხანს გაგრძელდა და მილე ილიჩის, მერაბ ბოქოლიშვილისა და ლევან ფაცაციას ზუსტი სროლების შემდეგ აკადემიელები 57:52 დაწინაურდნენ, თუმცა ”სოხუმი” დანებებას სულაც არ აპირებდა და მესამე მეოთხედის ბოლო წამზე ირაკლი ჩლაიძის ზუსტად გასროლილი სამქულიანის შედეგად ”შსს აკადემია” მხოლოდ 2 ქულას (67:65) იგებდა.

ძირითადი დროის დასკვნითი ათწუთიანი სათამაშო მონაკვეთი მეტად დაძაბულად, ქულა-ქულაში წარიმართა. ცხადი იყო, ყველაფერი ბოლო წამებზე რომ გადაწყდებოდა, თუმცა, მოგებული 40 წუთმა ვერ გამოავლინა. მეოთხე პერიოდის დასრულებამდე ოციოდე წამით ადრე ”შსს აკადემია” 85:84-ს იგებდა, ბურთს ”სოხუმი” ფლობდა, მაგრამ ბექა ჩიკვილაძემ მეტოქის შეტევისას ბურთი ჩაჭრა, თავად შევიდა ფარქვეშ და ანგარიში 87:84 გახადა. ბოლო იერიშისთვის სოხუმელებს 8 წამი ჰქონდათ დარჩენილი  და ეს დრო მათ შესაფერისად გამოიყენეს - ბექა ბექაურმა ზუსტი სამქულიანი შეასრულა და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა 87:87.

პირველ დამატებით დროში სოხუმელები 4 ქულით დაწინაურდნენ (91:87), თუმცა, აღნიშნული ლიდერობა ვერ შეინარჩუნეს (დიდწილად დაღლილობის გამო) და 5 წუთის გასრულების შემდეგ ანგარიში კვლავ საყაიმო იყო - 97:97. მეორე ოვერტაიმის დასაწყისში ჩიკვილაძემ და ბრაუნმა აკადემიელებს ოთხქულიანი ლიდერობა მოუპოვეს, რასაც გრიგოლ შვანგირაძემ ზუსტი სამქულიანით უპასუხა, მაგრამ მოკლე სათადარიგოთა სკამის მქონე სოხუმელებმა მატჩის ხსნა ვეღარ მოახერხეს. დარჩენილ დროში მილე ილიჩმა და პერიშ ბრაუნმა შედეგიანად დაასრულეს შეტევა, სოხუმელებმა კი არაერთი ბურთი ააცილეს მიზანს და გამარჯვებულიც გამოვლინდა.

აკადემიელთა და სოხუმელთა რიგებში ქების ღირსი ბევრი კალათბურთელია. ირაკლი ჩლაიძის, გრიგოლ შვანგირაძის, ჯერემი სიმონსის, ვახტანგ ქადარიას, ბექა ბექაურის, ილია ლონდარიძის, ბექა ჩიკვილაძის, ლევან ფაცაციას, მილე ილიჩის კარგ თამაშზე მათი სამატჩო სტატისტიკაც მიუთითებს, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კი უდავოდ ”შსს აკადემიის” უკანახაზელი პერიშ ბრაუნია. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მან თავისი თვისებები ყველაზე მეტად დღეს წარმოაჩინა, 29 ქულას 10 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა მიამატა და სამმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა.

დღევანდელი მოგების შემდეგ საქართველოს მოქმედ ჩემპიონ ”შსს აკადემიას” რეგულარულ პირველობაზე მესამე ადგილის დაკავების შანსი გაუჩნდა და 11 აპრილს გუნდს ბათუმში მეტად პრინციპული შეხვედრის ჩატარება მოუწევს. 

სუპერლიგის მეთვრამეტე ტურში ერთმანეთს შეხვდებიან

11 აპრილი

“ბათუმი” – “შსს აკადემია”

12 აპრილი

“ოლიმპი” – “რუსთავი”

“დინამო” – “ქუთაისი”

“სოხუმი” – “არმია”  

 

ქ. თბილისი სოხუმი 102 - 109 შსს აკადემია 05.04.14, 14:00
  გუნდი 1 2 3 4 OT2 ჯამ  
სოხუმი 20 23 22 22 5 102
შსს აკადემია 29 18 20 20 12 109
სოხუმი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
6 შოთა გოლეთიანი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
7 ირაკლი ჩლაიძე * 48:24 3 10 30 3 9 33.3 7 8 87.5 0 6 6 7 4 4 0 0 22
8 გელა კოპალიანი 04:37 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 0 1 0
11 გრიგოლ შვანგირაძე * 46:07 1 7 14.3 3 9 33.3 1 2 50 6 8 14 4 3 0 1 0 12
12 ირაკლი გაბისონია 04:08 1 1 100 0 0 0 0 0 0 0 2 2 1 0 0 0 0 2
13 რატი ბააკაშვილი * 36:38 2 4 50 1 5 20 1 4 25 1 3 4 7 3 2 2 0 8
14 ვახტანგ ქადარია * 37:25 4 13 30.8 3 10 30 5 7 71.4 5 5 10 2 4 6 0 1 22
21 ჯერემი საიმონსი * 47:27 10 20 50 0 3 0 4 7 57.1 9 7 16 3 2 3 2 1 24
22 დავით დეკანოიძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
33 ბექა ბექაური 25:14 3 3 100 2 4 50 0 0 0 1 3 4 1 2 2 2 2 12
2 2 4 0 0 0 0 0 0
24 58 41.38 12 40 30.00 18 28 64.29 24 36 60 25 19 17 7 5 102
 
შსს აკადემია
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
6 ბექა ჩიკვილაძე 33:12 5 9 55.6 0 6 0 7 10 70 0 4 4 5 4 1 2 0 17
7 ლექსო ლაფანაშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
8 მერაბ ბოქოლიშვილი * 16:53 2 3 66.7 1 1 100 3 4 75 0 0 0 1 1 4 1 0 10
9 ილია ლონდარიძე * 39:35 8 17 47.1 0 0 0 0 2 0 5 4 9 4 4 2 1 1 16
10 მილე ილიჩი * 35:56 7 13 53.8 0 0 0 0 0 0 4 14 18 0 4 1 1 4 14
11 ლერი კვანტალიანი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
20 აკაკი ლომოური 15:26 2 2 100 1 2 50 0 0 0 1 2 3 2 4 1 0 0 7
23 შოთა გელაზონია 08:35 1 1 100 0 0 0 0 0 0 3 2 5 0 1 0 0 0 2
24 პერიშ ბრაუნი * 44:31 7 12 58.3 4 6 66.7 3 4 75 2 8 10 9 4 2 3 0 29
30 რევაზ როგავა 13:33 1 6 16.7 0 3 0 0 0 0 0 2 2 0 2 0 0 0 2
33 კოკა ტომარაძე 04:34 1 1 100 1 2 50 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 5
34 ლევან ფაცაცია * 37:45 2 10 20 0 5 0 3 4 75 5 5 10 4 0 1 2 1 7
1 1 2 0 0 0 0 0 0
36 74 48.65 7 25 28.00 16 24 66.67 21 42 63 25 24 12 10 6 109

 

ქ. თბილისი დინამო 91 - 69 ოლიმპი 05.04.14, 16:00
  გუნდი 1 2 3 4 ჯამ  
დინამო 24 24 21 22 91
ოლიმპი 20 23 13 13 69
დინამო
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 გიორგი გამყრელიძე * 33:07 2 10 20 2 5 40 0 0 0 2 5 7 5 1 1 1 0 10
5 იოსებ ლეჟავა 02:25 1 2 50 0 1 0 0 0 0 1 1 2 1 0 0 0 0 2
6 ქიენ კარტერი 30:47 7 12 58.3 0 0 0 4 4 100 5 6 11 0 1 0 1 0 18
7 ბესიკ ლეჟავა * 26:44 6 8 75 3 5 60 0 1 0 0 1 1 3 1 3 1 0 21
8 გიორგი ვახანია 03:30 1 2 50 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 1 0 2
10 ზეზვა ლილუაშვილი 03:30 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 0 0 0 0
11 სტევან მილოშევიჩი * 27:48 4 10 40 0 0 0 4 6 66.7 4 8 12 4 3 1 1 0 12
12 მილოშ პესიჩი * 17:55 3 6 50 2 4 50 0 0 0 1 3 4 3 2 3 0 0 12
13 მიხეილ ჭოჭუა 22:11 1 2 50 2 4 50 0 0 0 0 3 3 2 1 1 1 0 8
15 ზვიად ანთაძე 03:30 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
20 გიორგი ორმოცაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
24 ბოსკო სტოიაკოვიჩი * 28:33 3 4 75 0 2 0 0 0 0 0 2 2 3 2 1 3 0 6
2 1 3 0 0 0 0 0 0
28 57 49.12 9 21 42.86 8 11 72.73 15 30 45 23 12 10 9 0 91
 
ოლიმპი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ირაკლი გულისაბედაშვილი * 18:56 2 3 66.7 1 4 25 0 0 0 0 2 2 3 1 1 2 0 7
7 ირაკლი მიქელაძე 16:57 0 1 0 1 3 33.3 0 0 0 0 1 1 0 2 0 0 0 3
8 ტარიელ თავართქილაძე 10:17 0 0 0 1 4 25 0 0 0 0 1 1 0 0 1 0 0 3
10 გიორგი ხანიაშვილი 17:57 3 4 75 0 1 0 0 0 0 1 0 1 1 0 1 0 0 6
11 ნოდარ თენიეშვილი * 30:22 5 7 71.4 1 5 20 0 0 0 3 6 9 1 1 3 0 0 13
13 რევაზ ათანელიშვილი * 23:35 2 6 33.3 1 2 50 2 2 100 0 3 3 3 0 0 0 1 9
20 მიხეილ ჩიტაშვილი * 19:33 1 2 50 2 4 50 0 0 0 0 1 1 4 3 1 1 0 8
22 ირაკლი ალხანაიძე 14:23 1 1 100 0 0 0 0 0 0 0 6 6 1 1 1 0 0 2
23 რიჩარდ მათიაშვილი * 30:21 4 6 66.7 0 3 0 3 6 50 0 3 3 2 4 3 0 0 11
24 დავით ხიზანიშვილი 11:41 1 2 50 1 3 33.3 0 0 0 0 4 4 0 0 1 0 0 5
30 ირაკლი ლომიძე 05:58 1 1 100 0 1 0 0 0 0 0 0 0 2 0 1 0 0 2
1 0 1 0 0 0 1 0 0
20 33 60.61 8 30 26.67 5 8 62.50 5 27 32 17 12 14 3 1 69
 
 დასაბეჭდი ვერსია

მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, დავით ბერიშვილი, გურამ მიქელაძე;

კომისარი: თენგიზ ქიქოძე 

 

სატურნირო მდგომარეობა
  გუნდი მ/წ. ბურთები ქულა
1 დინამო 15 13 / 2 1313 / 979 28
2 არმია 15 12 / 3 1218 / 1041 27
3 შსს აკადემია 15 10 / 5 1218 / 1129 25
4 ქუთაისი 15 10 / 5 1296 / 1109 25
5 ბათუმი-რსუ 15 9 / 6 1201 / 1084 24
6 სოხუმი 15 8 / 7 1168 / 1110 22
7 რუსთავი 15 4 / 11 1031 / 1226 19
8 ოლიმპი 15 2 / 13 1126 / 1282 17
9 მაკაბი 16 0 / 16 1112 / 1723 16
0.157186