ფეხბურთი

20:33 | 16.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" გიორგი შაშიაშვილი ფეხბურთიდან გააცილა

თბილისის "დინამომ" ფეხბურთიდან გაცილება მოუწყო გიორგი შაშიაშვილს. "შაშიმ" დაასრულა მოთამაშის კარიერა, თუმცა ფეხბურთში რჩება – ბავშვებს წვრთნის "დინამოს აკადემიაში".

რუსთავის "მეტალურგთან" მატჩის დაწყებამდე, 34 წლის შაშიაშვილს დიდი მადლობა გადაუხადეს კლუბისთვის გაწეული შრომისთვის და დააჯილდოვეს ლამაზი პრიზით. ასევე, წარმატება უსურვეს სამწვრთნელო საქმიანობაში.

შაშიაშვილს დაცვაში ყველა პოზიციაზე უთამაშია – ორივე ფლანგზე, დაცვის ცენტრში. მას საქართველოს ნაკრებში 30 მატჩი ჩაუტარებია და ერთი გოლიც გაუტანია, თუმცა ის გოლი ჩვეულებრივი არ ყოფილა: 2006 წელს იტალიის ნაკრებთან თბილისში, მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან ორ მეტოქეს გასცდა და ცხრიანში გაუტანა ჯანლუიჯი ბუფონს.

შაშიაშვილი საკმაო ხანს "დინამოს" კაპიტანი გახლდათ. ასევე თამაშობდა თსუ-ში, "ალანიაში", ოდესის "ჩერნომორეცში", გრაცის "შტურმში", ბერძნულ "ერგოტელისსა" და გორის "დილაში".

"მსოფლიო სპორტი" წარმატებას უსურვებს შაშიაშვილს როგორც სამწვრთნელო საქმიანობაში, ასევე პირად ცხოვრებაში. 

0.159807