კვირას, თბილისის “დინამოს” პირველი გუნდისა და დუბლებშემადგენლობის ფეხბურთელები: გიორგი ლორია, გივი კვარაცხელია, გიორგი მერებაშვილი, პატრიკ ვუო, ჩისკო, ვანო წილოსანი და არჩილ მესხი, თბილისის ზღვაზე მდებარე დევნილთა კომპაქტურ დასახლება “ოქროს საწმისს” სტუმრობდნენ. ამის შესახებ”, საფეხბურთო კლუბ “დინამოს” პრესსამსახური იუწყება.
“დინამოს” ფეხბურთელებმა ბავშვებთან ერთად “დინამოს თასი” გაათამაშეს. თამაშის შემდეგ, “დინამოს” სათამაშო ფორმებში გამოწყობილ ბავშვებს, 30 ივლისს, “დინამო არენაზე”, თბილის“დინამოსა” და ბუქარესტის “სტიაუას” შორის გასამრთ მატჩზე დასასწრები ბილეთები, ხელმოწერილი ბურთები და პოსტერები დაურიგდათ.