ფეხბურთი

22:05 | 10.08.2014 | ნანახია 4360 - ჯერ

“დინამომ” ახალწვეულ “სამტრედიას” აჯობა

 საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში “დინამო არენაზე” ერთმანეთს ჩემპიონი თბილისის “დინამო” და დებიუტანტი “სამტრედია” დაუპირისპირდნენ. მატჩის დაწყებამდე ერთი აღსანიშნავი რამ მოხდა – ჩისკო მუნიოსი საქართველოს ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

მატჩი ქაოტური იერიშებით დაიწყო და საწყის წუთებში ორივე გუნდი ცდილობდა შეტევების ორგანიზებას, მაგრამ საქმე კარში დარტყმამდე არ მისულა.

პირველი რეალური მომენტი სამტრედიელებს მერვე წუთზე შეექმნათ, როდესაც რევაზ გეწაძე მცველებს გაეპარათ, თუმცა მისი დარტყმული მიგინეიშვილმა  კუთხურზე მოიგერია. ერთ წუთში, იმერლებს კვლავ შეეძლოთ გატანა, მაგრამ ზვიად ქანთარიას თავური დინამოელთა მეკარემ ხელებში დაიჭირა.

“დინამო” ნელ-ნელა გამოფხიზლდა და მე-12 წუთზე ჩისკომ დაახლოებით 11 მეტრიდან დაარტყა, მაგრამ ესპანელს მიზანმა უმტყუნა და ბურთი კარს ზემოდან გადააცილა. ზუსტად ორ წუთში, შერგელაშვილის კუთხურის შემდეგ კარში დარტყმა გველესიანმა სცადა, თუმცა ცენტრალური მცველის დარტყმული კარს მცირედით ასცდა. მე-14 წუთზე სამტრედიელთა კარს საჯარიმოს გარედან გიორგი პაპუნაშვილი დაემუქრა, თუმცა მისი დარტყმულიც არაზუსტი გამოდგა.

სამწუთიანი “შტურმის” შემდეგ, “სამტრედია” შეტევაზე გადავიდა და ქებაძე კარში საკმაოდ კარგი პოზიციიდან ურტყამდა, მაგრამ მის დარტყმულს გველესიანი გადაეფარა და ბურთი კუთხურზე გადავიდა.

ამის შემდეგ, თამაში ისევ თბილისელთა შეტევებით გაგრძელდა, მაგრამ პირველი ზუსტი დარტყმა მხოლოდ 28-ე წუთზე განხორციელდა, როდესაც პაპუნაშვილმა კვლავ საჯარიმოს გარედან გაისროლა, მაგრამ ბურთი “სამტრედიას” მცველს მოხვდა და მუჯრიშვილს მიგორებული ბურთის აღება არ გასჭირვებია.

34-ე წუთზე ანგარიშის გახსნა ქანთარიას შეეძლო, მაგრამ მარცხენა ფრთიდან ჩამოწოდებული ბურთი ვერ დაიმორჩილა და ეპიზოდიც ამით ამოიწურა. ორ წუთში ჩირგაძემ ძალიან სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ბურთი სტუმართა კარს რამდენიმე სანტიმეტრით ასცდა.

ტაიმის ბოლომდე თამაშის სცენარი აღარ შეცვლილა: ბურთს ძირითადად “დინამო” ფლობდა, მაგრამ თბილისელებმა მხოლოდ ერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, როდესაც მე-40 წუთზე თოთაძემ დაახლოებით 30-35 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მაგრამ მუჯრიშვილმა ბურთი მუშტებით მოიგერია.

მატჩი ერთი წუთის განახლებული იყო, როდესაც ძარიამ პაპუნაშვილის გადაცემის შემდეგ საჯარიმოს მისადგომებიდან კარის მიმართულებით დაარტყა, მაგრამ მუჯრიშვილმა მეორე ცდით ბურთი ხელებში დააფიქსირა.

53-ე წუთზე “სამტრედიას” შემადგენლობაში ორმაგი ცვლილება განხორციელდა – გრიგორ დოლიძემ ილია პავლიაშვილი შეცვალა, ხოლო გიორგი გაბედავა მოედანზე ტრავმირებული ზვიად ქანთარიას ნაცვლად გამოჩნდა.

ორი წუთის შემდეგ, მარჯვენა ფლანგზე პაპავა გაიჭრა და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას ჩისკომ დაასწრო და ბურთი მეკარისგან მარცხენა კუთხეში გაგზავნა – 1:0.

სტუმრებს ჯერ თამაშიც არ ჰქონდათ განახლებული, როდესაც კახა გოგიჩაიშვილმა გიორგი ჯანელიძის ნაცვლად, მოედანზე საბა ლობჟანიძე შეუშვა. სამ წუთში მასპინძლებმა კიდევ ერთი ცვლილება განახორციელეს – ლაშა შერგელაშვილი გიორგი მჭედლიშვილმა შეცვალა.

მე-60 წუთზე, მატჩში ერთადერთი ყვითელი ბარათი მათე ცინცაძემ მიიღო. მასპინძლებმა მესამე შეცვლა 64-ე წუთზე განახორციელეს და ჩისკოს ნაცვლად, მოედანზე პარუნაშვილი გამოჩნდა. ხოლო ორ წუთში, უკანასკნელი ცვლილება სტუმრებმას მოახდინეს და ლაშა ქებაძე გიორგი დათუნაიშვილმა შეცვალა.

74-ე წუთზე, ჩირგაძემ ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, რამდენიმე მეტოქეს სისწრაფის ხარჯზე გასცდა და ლამაზი გადაცემით პაპუნაშვილი მეკარესთან პირისპირ დატოვა. ახალგაზრდა შემტევმა თანაგუნდელს გარჯა დაუფასა და მეკარეს მარჯვენა კუთხეში დაურტყა – 2:0.

დარჩენილ დროში, სტუმრები გააქტიურდნენ, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა.

P.შ აღსანიშნავია სამტრედიელი გულშემატკივარი, რომელიც საყვარელ გუნდს მთელი თამაშის განმავლობაში გვერდით ედგა და ფეხბურთელებს შეძახილებით ამხნევებდა. ისიც სათქმელია, რომ სტუმართა ქომაგების რაოდენობა “გლადიატორებისას” აშკარად აღემატებოდა.

კახი გოგიჩაიშვილი:“პირველ რიგში, მინდა, ჩემპიონატის დაწყება მოგილოცოთ. “სამტრედიის” სახით, უმაღლესმა ლიგამ ძალიან ძლიერი გუნდი მიიღო და ამ კლუბს წარმატებებს ვუსურვებ. პირველ ტაიმში დაძაბულობა გვეტყობოდა, რაც, მეტწილად, ბიჭების გამოუცდელობამ განაპირობა. შესვენაბაზე მათ ვესაუბრე, თამაში გადავაწყეთ და შედეგიც სახეზეა. შევეცდებით, თამაშიდან თამაშამდე გავუმჯობესდეთ.”  

გელა სანაია:“ჩემპიონატის დაწყებას გილოცავთ. მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და პირველ ტაიმში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, მაგრამ, საბოლოოდ, მათი განიავება ჩვენ უფრო ძვირად დაგვიჯდა. ეს ტრაგედია ნამდვილად არაა, რადგან გუნდს პოტენციალი აშკარად ეტყობა. ამ ეტაპზე, ჩვენი მთავარი პრობლემა შეთამაშებაა და ამისათვის დრო გვჭირდება.” 

დინამო (თბილისი) – სამტრედია 2:0 (0:0)

10 აგვისტო. თბილისი. “დინამო არენა.”

დინამო: მიგინეიშვილი, პაპავა, თოთაძე, გველესიანი, შერგელაშვილი (მჭედლიშვილი, 58), ცინცაძე, ჯანელიძე (ლობჟანიძე, 55), პაპუნაშვილი, ძარია, ჩირგაძე, ჩისკო (პარუნაშვილი, 64)

მწვრთნელი: კახი გოგიჩაიშვილი

სამტრედია: მუჯრიშვილი, შალიკაშვილი, თომაშვილი, გედენიძე, კაკუშაძე, კერძევაძე, ქებაძე (დათუნაიშვილი, 66), მელქაძე, პავლიაშვილი (დოლიძე, 53), გეწაძე, ქანთარია (გაბედავა, 53).

მწვრთნელი: გელა სანაია

გოლები: 1:0 ჩისკო (55), 2:0 პაპუნაშვილი (73)

გაფრთხილება: ცინცაძე (61)

მსაჯი: ჯენერი ხორავა

ლევან გოგოტიშვილი


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:40 | 18.01.2016
Severika (1378)

ეს ხულიგანი ნახე რა ალბათ სახეში რო უთავაზა ერთი ორი სილა ამან გაამწარა

13:06 | 18.01.2016
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

ჰაკუჰო რა ნაბო..ია, მოგებული ქონდა უკვე იოჟიკასთან და მერე გადააგდო დოჰიოდან.

13:15 | 18.01.2016
Sport for pleasure❤️ირაკლი: ) (2695)

raul-iker ეგ კი , ვიდეოს რამდენჯერაც უყურე მეც იმდენჯერ მასე ვთქვი!!

13:47 | 18.01.2016
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

იმიტომ არ მევასება. რადგან ჩემპიონია, თავს ყველაფრის უფლებას აძლევს. იჩინოჯუ რო ააპადლეცა გახსოვს?

14:20 | 18.01.2016
Sport for pleasure❤️ირაკლი: ) (2695)

raul-iker მაგარი როა თავზე აქ გასული , , მარა რას იზამ , ვერავინ ვერ გამოჩდა ღირსეული პასუხის გამცემი

12:35 | 18.01.2016
Sport for pleasure❤️ირაკლი: ) (2695)

2-ვემ ,CHaiჯვა' ისევ /-----------------------------------------(

16:56 | 17.01.2016
manufan1 (278)

აუ ვისთან წააგო((. ერთი მოგება უნდა და აკრიბავს მერე ალბათ.ხვალ იკიოის დათრევა მოასწროს იქნება ქამარში,თორე ის სწრაფია და როგორც წინა ბაშოზე ისე არ დამართოს.
რაღაც ფსიქოლოგიური მუშაობა ჭირდება ჩემი აზრით ტოჩის.

16:23 | 17.01.2016
BEERTRANCE (97819)

მაინც მექნება ტოჩის იმედი ბოლომდე. გაგას არა უშავს

16:22 | 17.01.2016
BEERTRANCE (97819)

კაი რა ტოჩი, კაი რა

15:31 | 17.01.2016
UNITY (6719)

პროსტა როგორ გინდა დავიჯეროთ ან შევეგუოთ რომ ტოშის მაქსიმუმი კომუსუმობააა.....
ლევან გაამრავალფეროვნე რა ძმურად ტექნიკური არსენალი...
ჰაკუჰო თუ დადიოდა ამასთან სპარგებზე წლების განმავლობაში, თოჩიმ რომ ჰარუმასთან და ამინიშისთან ივარჯიშოს არა??????

14:55 | 17.01.2016
galaqtiko (3488)

ხომ არ ჯობია 5-6 მაეგაშირა იყოს ერთი ბაშო და იუშოსთვის იბრძოლოს? თავიდანვე რომ აკრიფოს მოგებები და მერე რომელიმე იოკუძინა და ოძეკი უკვე

14:27 | 17.01.2016
kelbo (7279)

არა რა ტაკარაფუჯისთან წაგებას ვერაფრით მოვინელებ

14:34 | 17.01.2016
meleksa (1841)

ვერც ტოჩი ინელებს ალბათ, მარა ვის დააბრალებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.240439