თბილისის “დინამოს” ფეხბურთელები ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგნენ. სამშაბათს, “დინამოელები” დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ორჯერ ივარჯიშებენ. დილას გამართულ წვრთნაში 15 ფეხბურთელი: თორნიკე ზარქუა, ლევან ტყეშელაშვილი, გივი კვარაცხელია, გიორგი სეთურიძე, გიორგი შაშიაშვილი, გიორგი გველესიანი, ლევან ხმალაძე, გიორგი მერებაშვილი, ჯაბა დვალი, გიორგი პაპავა, ჯაბა ჯიღაური, ლაშა შინდაგორიძე, ოთარ კაკაბაძე, სანდრო გურეშიძე და გიორგი მიქაბერიძე მონაწილეობდა. აქვე გეტყვით, რომ მიქაბერიძე გასულ სეზონში რუსთავის “მეტალურგში” თამაშობდა.
მიკროტრავმა აქვს და არ უვარჯიშია დავით ხოჭოლავას. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები გიორგი ლორია და ირაკლი ძარია გუნდს 14 ივნისს შეუერთდებიან, ისევე როგორც ესპანელი ლეგიონერი ჩისკო.
ესპანელები მიკელ ალვარო, უსტარიცი და სლოვაკი პეტერ გრაიციარი გუნდთან ერთად ვარჯიშს ოთხშაბათიდან შეუდგებიან. მოგვიანებით შეუერთდება გუნდს დარკო გლიშიჩი, რომელიც მაკედონიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფება და ნორვეგიელებთან სათამაშოდ ემზადება.
fcdinamo.ge
ფოტო fcdinamo.ge