თბილისის “დინამომ” თურქულ შეკრებაზე დასკვნითი სპარინგი უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის კლუბ ლუგანსკის “ზორიასთან” გამართა და 0:4 დამარცხდა.
“დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, ჩეხმა დუშან უჰრინმა გუნდი შემდეგი შემადგენლობით ათამაშა:
ლორია, შაშიაშვილი, მილხრაუმი (სეთურიძე, 65), ძარია (გრაიციარი, 46), ხმალაძე (პაპავა, 46), გივი კვარაცხელია, მერებაშვილი, ალვარო (კოტო, 80), ჩისკო, ემანუელ მენდი (რეხვიაშვილი, 90), დვალი (ტატანაშვილი, 65).
ლუგანსკელებმა ანგარიში მე-15 წუთზე გახსნეს, როდესაც სწრაფი შეტევა ზუსტი დარტყმით ნიკიტა კამენიუკამ დაასრულა. მე-2 გოლი “ზორიამ” 29-ე წუთზე გაიტანა – იარმაშის გადაცემის მერე, საკუთარი შანსი ხელიდან დანილომ არ გაუშვა. 37-ე წუთზე ანგარიში გრიცაიმ გაზარდა. მატჩში წერტილი ლაკი იდაჰორმა დასვა, რომელმაც ლორიას კარი 85-ე წუთზე აიღო. “ზორიას” შემადგენლობაში ჯაბა ლიპარტია შესვენების შემდეგ გამოჩნდა.