ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩს თბილისის “დინამოსა” და ლონდონის “ტოტენჰემს” შორის ჰოლანდიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.
მთავარი მსაჯი პოლ ვან ბოკელი იქნება, რომელსაც დეივ გოოსენსი და პეტერ ვან დონგენი დაეხმარებიან.
მომავალი მატჩი 22 აგვისტოს, თბილისში “დინამო არენაზე” გაიმართება. დასაწყისი 20 საათზე. დასასწრები ბილეთები 5, 10 და 15 ლარი ეღირება.