კალათბურთი

19:55 | 8.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” შეკრებაზე გადავიდა

 

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი საკალათბურთო გუნდი თბილისის “დინამო” 8 იანვრიდან ერთკვირიან შეკრებაზე გადავიდა, რომელსაც დიღმის მასივში მდებარე საკუთარ ბაზაზე გაივლის.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “დინამოს” პრეზიდენტმა, ვეტერანმა კალათბურთელმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა განუცხადა.

“დინამომ” 2013-14 წლების სეზონი კარგად დაიწყო - ჩემპიონობისა და თასის მოპოვების ერთ-ერთი სერიოზული კანდიდატია.

შეგახსენებთ, რომ “დინამომ” მიმდინარე სეზონში არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო ოლიმპიური თამაშების ჩემპიონების, მიხეილ ქორქია-ზურაბ საკანდელიძის მემორიალი, ხოლო საქართველოს 23-ე ეროვნულ ჩემპიონატს პირველი წრის შემდეგ ერთპიროვნულად ლიდერობს. რაც შეეხება დუდუ დადიანის მემორიალის ბოლო გათამაშებას, მონაწილეობა არ მიუღია.

0.118123