კალათბურთი

17:37 | 30.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” შეკრებას გაივლის

 

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი თბილისის ”დინამო” საშობაო და საახალწლო არდადეგების შემდეგ შეკრების გავლას აპირებს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “დინამოს”პრეზიდენტმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა განუცხადა.

“ნაახალწლევს საქართველოს თასისა და 23-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-2 წრისათვის მზადების მიზნით 10 იანვრიდან შეკრების გავლას ვაპირებთ. ჯერჯერობით, არ ვიცით, სად, მაგრამ ეს მოგვიანებით დაზუსტდება,” – გვითხრა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “დინამომ” 2013-14 წლების საკალათბურთო სეზონი ძალიან კარგად დაიწყო. იგი საქართველოს ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია. პირველი წრის დასრულების შემდეგ კი, შესანიშნავად იასპარეზა ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალზე, რომელსაც არსებობის მანძილზე პირველად დაეუფლა.


0.117428