ფეხბურთი

20:01 | 21.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” – სცენარი უცვლელია

თბილისის “დინამომ” ზედიზედ მეორე თამაში ანგარიშით 2:0 მოიგო და ორივე შემთხვევაში დუშან უჰრინის შეგირდებმა გოლები შესვენების შემდეგ გაიტანეს. როგორც ცხინვალის “სპარტაკთან”, ასევე “ვიტ ჯორჯიასთან” “დინამოს” გაამრჯვებას სათავე რუმინელმა შემტევმა ნახევარმცველმა დორინ გოგამ დაუდო. ეს უკანასკნელი მიჯრით მესამე მატჩია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.

“დინამოს” სამი ქულა იოლად ნამდვილად არ რგებია. “ვიტ ჯორჯიამ” თავდაუზოგავად იბრძოლა და სტუმრებმა მხოლოდ უფრო მეტი გამოცდილების ხარჯზე გაიმარჯვეს.

მატჩი ახალი დაწყებული იყო, რომ გიორგი ჯანელიძემ “დინამოს” საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაზე ლევან კუხალეიშვილი გაიყვანა, რომელმაც ერთი მეტოქე ჩამოიცილა და მის მიერ დარტყმულ ბურთს ყოფილი “ვეტერინარი” დავით ხურცილავა გადაეფარა.

ტაიმის შუაწელში გიორგი პაპავას გრძელი გადაცემის შემდეგ, ჯაბა დვალი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ დარტყმა დაახანა, ხოლო შემდეგ ნიკა დაუშვილის კარისკენ ბურთი უხეიროდ გაგზავნა და ანგარიშის გახსნის შანსი გაუშვა.

39-ე წუთზე, გიორგი ჯანელიძე “დინამოს” საჯარიმოში ბურთიანად შევიდა, ერთ მცველს გაცდა და დაარტყა – გიორგი ლორიას ბურთი ჯერ იღლიის ქვეშ გაუძვრა, მაგრამ საბოლოოდ ხელებში დააფიქსირა.

მეორე ტაიმი ცოტა ხნის განახლებული იყო, რომ ელგუჯა გრიგალაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან დიაგონალური პასი “ვეტერინართა” საჯარიმოში მყოფ გიორგი მერებაშვილს გაუკეთა, რომელმაც მახვილი კუთხიდან არ დაარტყა და გადაცემას დორინ გოგას აძლევდა, მაგრამ საბოლოოდ ბურთი მასპინძელთა მცველმა ჩაჭრა.

58-ე წუთზე, გიორგი ჯანელიძემ მარცხენა ფლანგიდან კუთხური შეასრულა და კუხალეიშვილმა თავით ახლო მანძილიდან ბურთი კარს ააცილა. ამ ეპიზოდიდან ხუთ წუთში, “ვიტ ჯორჯიას” საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა გოგამ კარგი პასი მისცა ჯაბა დვალს, რომელმაც ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა.

73-ე წუთზე, “დინამოს” შეტევის დროს, მასპინძელთა მცველები თავის საჯარიმოში უხეიროდ გაისარჯნენ და საბოლოოდ ბურთი გოგას დარჩა, რომელმაც გამოზომილი დარტყმით დაუშვილს მარჯვენა კუთხეში გაუტანა.

79-ე წუთზე, გოგამ “ვეტერინართა” საჯარიმოში ბურთი მკერდზე მიიღო და შემოტრიალებით უზუსტოდ დაარტყა.

მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე, ირაკლი ღიბრაძემ თავის ნახევარზე ბურთი უწყინარ სიტუაციაში დაკარგა, რითაც დვალმა უმალ ისარგებლა და გრიგალაშვილი პირისპირ დაუშვილს შეატოვა – “დინამოს” ნახევარმცველს საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება არ გასჭირვებია.

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – დინამო (თბილისი) 0:2 (0:0)

21 სექტემბერი. მცხეთა. “მცხეთა პარკი” 

ვიტ ჯორჯია: დაუშვილი, მჭედლიშვილი (ღიბრაძე, 76), გეთიაშვილი, კასრაძე, ადამაძე, წყაროზია (მაისურაძე, 26), დავლაშელიძე, კორიფაძე, ჯანელიძე (კ), სიჭინავა, კუხალეიშვილი (ელგუჯა ლობჯანიძე, 64).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე.

დინამო: ლორია, უსტარიცი, გივი კვარაცხელია, სეთურიძე, ხურცილავა, ხმალაძე, პაპავა, ელგუჯა გრიგალაშვილი, დორინ გოგა (გლიშიჩი, 85), მერებაშვილი (ჩისკო, 56), დვალი.

მთავარი მწვრთნელი: დუშან უჰრინი (ჩეხეთი).

გოლები: 0:1 გოგა (73), 0:2 გრიგალაშვილი (90+2).

გაფრთხილება: კუხალეიშვილი (27), ხმალაძე (45), ღიბრაძე (86).

მთავარი მსაჯი: აბდულა ბასლეჰლო (სირია).

 

“ჩიხურა” (საჩხერე) – “დილა” (გორი) 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 ჯიღაური (20), 1:1 მოდებაძე (46), 2:1 ტატანაშვილი (54), 3:1 გაბედავა (90)

გურია (ლანჩხუთი) - მეტალურგი (რუსთავი) 3:1 (0:0)

გოლები: 0:1 კორღალიძე, 1:1 შენგელია (63) , 2:1 შალამბერიძე (83), 3:1 ჩიკვილაძე (90)

“ზუგდიდი” – “ტორპედო” (ქუთაისი) 0:0

“მერანი” (მარტვილი) – “სიონი” (ბოლნისი) 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 კუჭუხიძე (12), 2:0 ფარულავა (34)

“სპარტაკი” (ცხინვალი) – “ზესტაფონი” (ზესტაფონი) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 კაკაშვილი (90)

 

სატურნირო მდგომარეობა

1. დინამო    6    4    1    1    11:4    13
2. ჩიხურა    6    4    0    2    13:8    12
3.    6    4    0    2     9:7    12
4.    6    3    3    0     6:3    12
5. გურია    6    3    0    3     6:8    9
6. ვიტ ჯორჯია    6    2    2    2     7:5    8
7. დილა    6    2    2    2     7:7    8
8. მეტალურგი    6    2    2    2     6:9    8
9. სიონი    6    2    1    3     7:7    7
10.    6    1    2    3     3:9    5
11. ზესტაფონი    6    1    1    4     5:7    4
12. სპარტაკი    6    1    0    5     2:8    3


შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

 

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.278982