დამოუკიდებელი საქართველოს კალათბურთის ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა, წლების განმავლობაში ქვეყნის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა და გუნდის კაპიტანმა, ვეტერანმა კალათბურთელმა, ამჟამად საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის, “დინამოს” პრეზიდენტმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა, მასმედიისთვის განცხადება გააკეთა:
“მას შემდეგ, რაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრებმა, ფედერაციის მომავალ საპრეზიდენტრო არჩევნებში ხმის მიცების უფლება მიიღეს, საკალათბურთო კლუბი “დინამო”, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს”.