ფეხბურთი

19:48 | 25.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო”: რეხვიაშვილი თითქმის გადაწყვეტილია და სავარაუდოდ, თემურ ღონღაძეც

თბილისის “დინამოში” სამი ფეხბურთელი უკვე მისულია: ფორვარდი ირაკლი მოდებაძე გორის “დილადან”, ნახევარმცველი გიორგი ჯანელიძე “ვიტ ჯორჯიადან” და მცველი გიორგი ხიდეშელი ქუთაისის “ტორპედოდან”. თითქმის გადაწყვეტილია, რომ “დინამოში” ითამაშებს 25 წლის მცველი გიორგი რეხვიაშვილიც, რომელიც ისედაც დინამოელებს ეკუთვნის და ეს წელიწადი იჯარით საჩხერის “ჩიხურაში” გაატარა.

როგორც “მსოფლიო სპორტმა” შეიტყო, სავარაუდოდ, “დინამოში” გააგრძელებს კარიერას თემურ ღონღაძეც. 28 წლის ღონღაძე საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველია და სტაბილურად ითამაშა ევროტურნირებზეც. ღონღაძე ამ სეზონში “დილაში” გამოდიოდა, თავის დროზე კი, “დინამოშიც” უთამაშია – 3 წლის წინ, ოღონდ, მხოლოდ ნახევარი სეზონი გაატარა კლუბში და შემდეგ “ზესტაფონში” გადავიდა.  

მოკლედ, სია ასეთია: მოდებაძე, რეხვიაშვილი, ხიდეშელი, ჯანელიძე და ღონღაძე – ხუთივე მათგანი, საქართველოს ჩემპიონატის მასშტაბით, გამორჩეულია.

0.129394