კალათბურთი

18:55 | 18.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” მეორე შეკრებას გეგმავს

 

საკალათბურთო კლუბი თბილისის “დინამო” საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-2 წრის დაწყებამდე (1 თებერვალი) კიდევ ერთი შეკრების გავლას აპირებს, რომელიც საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ მოეწყობა. შეკრების ადგილი და დრო მოგვიანებით დაზუსტდება.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “დინამოს” პრეზიდენტმა, ვეტერანმა კალათბურთელმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ “დინამომ” მიმდინარე ჩემპიონატის პირველივე წრის დასრულების შემდეგ ერთი შეკრება დიღმის მასივში მდებარე მისსავე ბაზაზე უკვე გაიარა.

მიმდინარე ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ, “დინამო” ერთპიროვნული ლიდერია.

0.129583