კალათბურთი

17:22 | 21.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” მეორე შეკრებას თურქეთში გაივლის

კალათბურთში საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი თბილისის “დინამო”, მეორე ერთკვირიან შეკრებას თურქეთის საპორტო ქალაქ სტამბოლში გაივლის.

ამის შესახებ, “მსოფლიო სპორტს” ვეტერანმა კალათბურთელმა, “დინამოს” პრეზიდენტმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა განუცხადა.

“თურქულ შეკრებაზე ქართული ოლ სტარის დასრულების შემდეგ გავემგზავრებით, რომელიც 25 იანვარს ჩატარდება რუსთავში”, - გვითხრა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “დინამომ”, მიმდინარე ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ, ერთი შეკრება დიღმის მასივში მდებარე მისსავე ბაზაზე გაიარა უკვე.

0.118511