თბილისის “დინამომ” ანთალიაში მორიგი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა. ქართული კლუბი ხორვატიის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდს, სპლიტის “ჰაიდუკს” დაუპირისპირდა. მატჩი მალხაზ ჟვანიას შეგირდების მარცხით – 1:2 დასრულდა.
გასული მატჩის პირველი ნახევარი ხორვატი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა. დინამოელთა კარის მიმართულებით ჰაიდუკის ფეხბურთელებმა რამდენიმე სახიფათო იერიში განახორციელეს. დაპირისპირების 30-ე წუთზე დინამოელთა მთავარ მწვრთნელს იძულებითი ცვლილების განხორციელება თურქული შეკრების მეორე ტესტ-მატჩშიც მოუწია. დაშავებული კაპიტნის გიორგი ლორიას ნაცვლად, მოედანზე ნიკა დაუშვილი გამოვიდა.
შეხვედრის 34-ე წუთზე სპლიტელმა ფეხბურთელებმა ანგარიში გახსნეს, “ჰაიდუკის” სწრაფი შეტევა კოასიმ გოლით დაასრულა.
შეხვედრის მე-2 ტაიმი დინამოელთა სათამაშო უპირატესობით დაიწყო. ქართველმა ფეხბურთელებმა “ჰაიდუკის”
თამაშის საფინალო რეზულტატი 89-ე წუთზე დაფიქსირდა. შეტევის მარჯვენა ფლანგიდან დინამოელებმა კუთხურის ჩამოწოდების უფლება მოიპოვეს. სტანდარტიდან დარკო გლიშიჩმა საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ყველას დორინ გოგამ დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიშში ჩამორჩენა შეამცირა.
“დინამო” (
“დინამო”: ლორია (დაუშვილი, 30), პაპავა, გველესიანი, რეხვიაშვილი, კვირკველია, ცინცაძე, ჩისკო (ვოუ, 46), ჯანელიძე (გლიშიჩი, 46),
“ჰაიდუკი”: კალინიჩი, ვრშაევიჩი, მალოჩა, მილოვიჩი, მილიცი, ბრადარიჩი, სუშიჩი, ანდრიაშევიჩი, მაგლიცა, აბდუხოლილოვი (იოზინოვიჩი 79), კოასი.
გოლები: 0:1 კოასი (34), 0:2 კოასი (84), 1:2 გოგა (89).
www.fcdinamo.ge
http://www.youtube.com/watch?v=rf7N-3dSWOg&feature=youtu.be