კალათბურთი

20:26 | 30.11.2013 | ნანახია 1488 - ჯერ

“დინამო” ერთპიროვნული ლიდერია

  “არმიასა” და “დინამოს” სუპერლიგის მეშვიდე ტურის დასკვნით მატჩს როგორც სატურნირო, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. დღევანდლამდე კოტე ტუღუშისა და ირაკლი ხოშტარიას მიერ გაწვრთნილი გუნდები დაუმარცხებლად მიდიოდნენ, ზედიზედ 5 შეხვედრა ჰქონდათ მოგებული და ჩაგდებულ-მიღებულ ქულათა ბალანსიც პრაქტიკულად იდენტური ჰქონდათ. სპორტის სასახლეში დღეს გამართული პაექრობა თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ მიმდინარე სუპერლიგის რეგულარული პირველობის პირველი წრის ერთ-ერთ ცენტრალურ დაპირისპირებად.

მატჩი ბექა წივწივაძისა და გიორგი შარაბიძის ზუსტი სამქულიანებით დაიწყო, რასაც მიხეილ ბერიშვილმა ორიანი მიაყოლა და არმიელები 8:0 დაწინაურდნენ. დინამოელთაგან პირველი ქულები სერბმა მეფარემ სტევან მილოშევიჩმა გააკეთა, მაგრამ შარაბიძემ კიდევ ერთხელ გაისროლა სათანადოდ პერიმეტრს მიღმიდან და “არმია” 11:2 გაიჭრა წინ. მოვლენებს წინ გავუსწრებთ და მოგახსენებთ, რომ ეს იყო ძალოვნების ყველაზე დიდი საქულე უპირატესობა მთელი მატჩის მსვლელობისას. პირველი მეოთხედის დასრულებამდე წინ ერთთავად არმიელები იყვნენ (დინამოელებმა მხოლოდ ერთხელ მოახერხეს სხვაობის მინიმუმამდე დაყვანა 12:13) და პირველი სამატჩი პაუზის წინ 20:16 დაწინაურდნენ.

მეორე პერიოდის დასაწყისში “დინამომ” ჯერ ორქულიანი, შემდეგ სამქულიანი (ბესიკ ლეჟავა) გაისროლა ზუსტად და ანგარიშში პირველადაც გაიჭრა წინ. მეოთხედისა და ვფიქრობთ მატჩის გადამწყვეტი მომენტ კი ამავე მეოთხედის შუაწელში დადგა, რომლის დროსაც ხოშტარიას შეგირდები 25:29 მარცხდებოდნენ, მაგრამ 15 ქულიანი “გაქცევა” მოაწყვეს, 40:29 დაწინაურდნენ და პირველი ტაიმი 40:31 მოიგეს.

დიდი შესვენების შემდეგ ლეჟავას სამიანსა და გამყრელიძის 2 საჯარიმო ტყორცნას წივწივაძემ ორქულიანი მიაყოლა (45:33) და ამის შემდეგ კარგა ხნის განმავლობაში პარკეტზე ნერვული, ორმხრივი შეცდომებით დახუნძლული თამაში მიმდინარეობდა. 4 სათამაშო წუთის განმავლობაში გუნდები ქულის გაკეთებას ვერა და ვერ ახერხებდნენ. პირველი “დინამო” “გამოფხიზლდა” – შარაბიძემ, ანატოლი ბოისამ და თეიმურაზ ბაბუნაშვილმა სხვაობა ექვსამდე დაიყვანეს (39:45), რასაც დინამოელ კალათბურთელთა მობილიზება მოჰყვა, მილოშევიჩმა ორქულიანი, გამყრელიძემ და გიორგი ორმოცაძემ მიჯრით სამქულიანები ჩააგდეს (53:39) და ამის შემდეგ ნომინალურ მასპინძლებს თამაშის სადავეები ხელიდან არ გაუშვიათ. სხვაობამ თანდათან იწყო მათ სასარგებლოდ ზრდა, ერთ მომენტში “დინამო” 23 ქულითაც კი დაწინაურდა და საბოლოოდ 79:61 იმარჯვა.

ხოშტარიას გუნდის გამარჯვება დამსახურებული გახლდათ. მატჩის პრაქტიკულად ნებისმიერ მომენტში დინამოელთაგან რომელიმე მოთამაშე ლიდერის ფუნქციებს იტვირთავდა და სათანადოდაც უძღვებოდა პარტნიორებს. ორივე ტაიმში მაღალ დონეზე იასპარეზა ბესიკ ლეჟავამ. მან 20 ქულა თანაბრად გაანაწილა შესვენებამდე და დასკვნით 2 პერიოდზეც. პირველ ტაიმში 10 ქულითა და 5 მოხსნით მილოშევიჩი გამოირჩა (შესვენების შემდეგ 2 ქულას 9 მოხსნა მიაყოლა), მეორეში კი გამყრელიძის “დრო დადგა”. ლაშამ დასკვნით ტაიმში 13 ქულას მოუყარა თავი, მთლიანად შეხვედრა კი 15 ქულით, 7 შედეგიანი პასითა და 5 მოხსნით დაასრულა. “დინამომ” მოწინააღმდეგეს სამქულიანების რეალიზაციის პროცენტით აშკარად დაჯაბნა – 42 15-ის წინააღმდეგ. ზემოთ შარაბიძის მიერ ორჯერ ჩაგდებული სამქულიანი ვახსენეთ. ცხადია, ძალიან კარგია, როცა მეფარე მეტოქისთვის მოულოდნელად უკან დაიხევს და პერიმეტერს მიღმიდან ზუსტან გაისვრის, მაგრამ დაგვეთანხმებით, ცენტრის ძირითადი ფუნქცია ეს მაინც არაა. 2 ზუსტ მცდელობას გიორგიმ 8 უშედეგო სამქულიანი მცდელობა მიაყოლა და ამ დროს ფარქვეშ ბრძოლა უკანახაზელებს უწევდათ. შესაძლოა, სამქულიანებით “გატაცებაც” იყოს იმის მიზეზი, რომ შარაბიძემ მატჩი მხოლოდ 4 მოხსნით დაასრულა...     

“სოხუმისა” და “ოლიმპის” დაპირისპირებას რაც შეეხება, თავდაპირველად ვაჟა კვარაცხელიას გუნდი 19:3 დაწინაურდა, მაგრამ დავით თორთლაძის შეგირდებმა სხვაობა ლამის მინიმუმამდე დაიყვანეს 19:15. ამის შემდეგ წინ სულ სოხუმელები იყვნენ, “ოლიმპი” კი ბოლომდე იბრძოდა და მატჩის დასრულებამდე 50 წამით ადრე მხოლოდ 7 ქულას აგებდა და ბურთსაც ფლობდა. ამ ეპიზოდში კარგად ითამაშა “სოხუმის” ლეგიონერმა ჯოშუა ჯექსონმა. მან ბურთი ჩაჭრა, შემდეგ კი ორივე ჯარიმა ზუსტად გამოიყენა 80:71. საბოლოოდ პრობლემებმომრავლებულმა (გუნდის მწვრთნელების სიტყვებს ვიმეორებთ) “სოხუმმა” 82:74 მოიგო და ბოლო 2 ტურში სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გამოასწორა. 

სუპერლიგის მერვე ტურში ერთმანეთს შეხვდებიან

7 დეკემბერი

“მაკაბი” – “რუსთავი”

“არმია” – “ქუთაისი”

“შსს აკადემია” – “სოხუმი”

“ოლიმპი” – “დინამო”  

ქ. თბილისი სოხუმი 82 - 74 ოლიმპი 30.11.13, 14:00
  გუნდი 1 2 3 4 ჯამ  
სოხუმი 19 20 21 22 82
ოლიმპი 10 14 17 33 74
სოხუმი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ნიკა მეტრეველი * 31:02 4 7 57.1 0 0 0 0 0 0 2 4 6 1 2 4 1 0 8
5 პეტერ ივანიჩი * 18:14 1 3 33.3 1 3 33.3 0 0 0 1 2 3 3 2 2 2 0 5
6 შოთა გოლეთიანი 04:23 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 0 0 0 0
8 გელა კოპალიანი 02:57 1 1 100 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 0 0 2
11 გრიგოლ შვანგირაძე * 20:54 1 2 50 4 7 57.1 2 2 100 0 5 5 2 1 2 1 0 16
12 ირაკლი გაბისონია 04:48 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 1 1 0 0 0
13 რატი ბააკაშვილი 21:46 0 3 0 1 3 33.3 3 6 50 0 4 4 2 2 3 0 0 6
14 ვახტანგ ქადარია 18:21 1 4 25 0 0 0 4 4 100 2 4 6 2 2 3 1 0 6
21 ჯერემი საიმონსი * 21:47 4 10 40 0 2 0 1 4 25 6 6 12 1 1 1 0 1 9
22 დავით დეკანოიძე 14:35 1 2 50 0 0 0 2 2 100 0 5 5 0 3 1 1 1 4
33 ბექა ბექაური 08:50 1 2 50 1 2 50 0 0 0 0 2 2 0 1 2 0 1 5
55 ჯოშუა ჯეკსონი * 32:23 4 6 66.7 3 5 60 4 6 66.7 1 2 3 5 2 5 2 0 21
1 3 4 0 0 0 0 0 0
18 41 43.90 10 22 45.45 16 24 66.67 13 38 51 17 18 24 8 3 82
 
ოლიმპი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ირაკლი გულისაბედაშვილი * 23:24 5 9 55.6 0 5 0 1 1 100 1 3 4 4 3 2 1 0 11
5 ბექა ნადირაძე 10:00 2 4 50 0 0 0 0 0 0 3 1 4 0 0 0 0 0 4
6 გეგი ბაქრაძე 16:32 2 4 50 0 0 0 2 2 100 2 2 4 0 2 0 2 0 6
7 ირაკლი მიქელაძე * 28:01 2 6 33.3 1 7 14.3 0 4 0 0 5 5 3 5 3 2 0 7
8 ტარიელ თავართქილაძე 12:27 1 1 100 0 3 0 1 2 50 0 1 1 3 1 1 1 0 3
9 ნოდარ გოგოძე 11:57 1 3 33.3 0 4 0 0 0 0 0 1 1 0 1 1 3 0 2
10 გიორგი ხანიაშვილი 23:48 4 11 36.4 1 2 50 0 2 0 3 3 6 1 3 1 5 1 11
11 ნოდარ თენიეშვილი * 27:40 5 7 71.4 3 4 75 0 2 0 2 4 6 1 0 2 3 0 19
13 რევაზ ათანელიშვილი * 13:28 1 7 14.3 0 0 0 0 0 0 2 1 3 1 0 0 0 0 2
21 თემურ ფხაკაძე 17:35 0 3 0 1 3 33.3 2 2 100 3 2 5 0 2 0 0 0 5
24 დავით ხიზანიშვილი * 15:08 2 3 66.7 0 3 0 0 0 0 0 1 1 1 3 1 1 0 4
30 ირაკლი ლომიძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
5 0 5 0 0 0 0 0 0
25 58 43.10 6 31 19.35 6 15 40.00 21 24 45 14 20 11 18 1 74
 
 დასაბეჭდი ვერსია

მსაჯები: დავით ბერეკაშვილი, დავით ბერიშვილი, გია მოლოდინაშვილი

კომისარი: როლანდ ხომერიკი

 

ქ. თბილისი დინამო 79 - 61 არმია 30.11.13, 16:00
  გუნდი 1 2 3 4 ჯამ  
დინამო 16 24 16 23 79
არმია 20 11 10 20 61
დინამო
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 გიორგი გამყრელიძე * 33:29 0 2 0 3 7 42.9 6 6 100 1 4 5 7 1 6 0 0 15
5 იოსებ ლეჟავა 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
6 ქიენ კარტერი 22:25 0 6 0 1 1 100 0 0 0 1 4 5 2 2 1 2 0 3
7 ბესიკ ლეჟავა * 33:21 5 8 62.5 3 8 37.5 1 2 50 1 1 2 1 2 1 2 0 20
8 გიორგი ვახანია 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
9 იოსებ ბიბილური 01:38 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
10 ზეზვა ლილუაშვილი 04:53 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 2 0 1 0 0 0
11 სტევან მილოშევიჩი * 31:55 6 9 66.7 0 1 0 0 3 0 6 8 14 1 1 2 2 0 12
12 მილოშ პესიჩი * 25:40 3 5 60 1 3 33.3 0 2 0 3 5 8 0 4 3 0 0 9
13 მიხეილ ჭოჭუა * 31:02 1 2 50 4 7 57.1 1 3 33.3 0 3 3 2 3 1 1 0 15
15 ზვიად ანთაძე 03:00 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
20 გიორგი ორმოცაძე 12:37 1 2 50 1 4 25 0 0 0 2 0 2 0 1 0 0 0 5
0 2 2 0 1 0 0 0 0
16 35 45.71 13 31 41.94 8 16 50.00 14 28 42 15 15 15 7 0 79
 
არმია
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 თეიმურაზ ბაბუნაშვილი 08:20 2 2 100 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 4
5 ზვიად ბაბიაშვილი 21:04 4 7 57.1 1 3 33.3 0 0 0 4 6 10 0 1 0 0 0 11
6 ანატოლი ბოისა 23:26 1 4 25 0 4 0 0 0 0 2 3 5 0 2 0 1 0 2
7 მიხეილ ბერიშვილი * 26:49 2 5 40 0 0 0 2 2 100 2 2 4 3 5 4 0 0 6
9 ბუბა კვიმსაძე * 32:23 1 1 100 0 5 0 2 3 66.7 0 6 6 3 1 0 1 0 4
11 გიორგი ჯგერენაია * 15:46 2 3 66.7 0 0 0 2 4 50 2 3 5 1 3 3 2 0 6
13 ბექა წივწივაძე * 29:35 3 5 60 2 11 18.2 0 0 0 1 2 3 4 3 0 2 1 12
14 ჟოლივეტ ტუჯანი 05:30 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 1 0 0 0 0
15 მამუკა ბაზუაშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
23 გიორგი შარაბიძე * 37:07 3 5 60 2 10 20 4 5 80 3 1 4 0 4 7 1 0 16
33 ტატო ჩაჩიბაია 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
55 ირაკლი კეიდია 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
2 1 3 0 0 0 0 0 0
18 33 54.55 5 33 15.15 10 14 71.43 16 25 41 11 20 14 7 1 61
 
 დასაბეჭდი ვერსია

მსაჯები: მაკა კუპატაძე, ზაზა მაჩალაძე, დავით ბერიშვილი

კომისარი: როლანდ ხომერიკი

სატურნირო მდგომარეობა
  გუნდი მ/წ. ბურთები ქულა
1 დინამო 6 6 / 0 521 / 389 12
2 ბათუმი-რსუ 7 5 / 2 626 / 557 12
3 არმია 6 5 / 1 490 / 390 11
4 ქუთაისი 6 5 / 1 541 / 408 11
5 სოხუმი 6 3 / 3 476 / 412 9
6 შსს აკადემია 6 3 / 3 411 / 440
9
7 ოლიმპი 6 1 / 5 452 / 510 7
8 მაკაბი 7 0 / 7 497 / 750 7
9 რუსთავი 6 0 / 6 366 / 524 6

superleague.ge-ს სტატისტიკა


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:48 | 01.12.2013
chorvila (46)

ტყუილია ის რომ დინამოს ყველაზე დიდი ბიუჯეტი აქვს!!! არმიასაც და აკადემიასაც და სოხუმსაც დინამოზე მეტი აქვს.დინამოს და ქუთაისს სადხაც ერთხელა ბიუჯეტი აქვს.

00:15 | 01.12.2013
ბაბანა თუხთუხაძე (2408)

ვააა ეს 14 ნომერი მარგველაშვილი ხომ არაა შემთხვევიით ? პრეზიდენტობა არ მოეწონა და კალათბურთის თამაში დაიწყოო ?? DDDD

23:35 | 30.11.2013
alexx (341)

darispani (770
გეთანხმებით...ნამდვილად,ეგრეა....მითხრეს მაგ ბიუჯეტის გამო ასაკობრივებზე თქვა უარიო, რაზეც გულწრფელად უარყოფითი რეაქცია მქონდა ვთქვი კიდეც ადრე, რომ არაფრად ღირს ჩვენს რეალობაში ჩემპიონობა, თუკი საბაზისო გუნდის მიღმა ასაკობრივი საკალათბურთო სკოლები არ მუშაობენ და ზრდიან/ინარჩუნებენ თაობებს!!!!!!

22:59 | 30.11.2013
darispani (1002)

ყველაფერი კანონზომიერია. დინამოს ყველაზე დიდი ბიუჯეტი აქვს, აქედან გამომდინარე ყველაზე უკეთესი შემადგენლობა და შედეგიც სახეზეა

22:41 | 30.11.2013
alexx (341)

ფაქტია,დინამო ამ წრის უდავო ფავორიტია))))))))დღეს თამაშებს დავესწარი და ეგ მოსაზრება კიდევ უფრო გამიმყარდა!!! ყველა კომპონენტში დაბალანსირებული გუნდია.... მაინც დინამოა, მესიამოვნა:*:*:*

22:29 | 30.11.2013
Kala94 (6114)

საღოლ დინამო !!!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.141555
სარეკლამო ადგილი - 99
X x X