ფეხბურთი

11:37 | 29.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” ჩისკოსა და უსტარიცის გარეშე ითამაშებს

29 აგვისტოს, უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩს, თბილისის “დინამო” ლონდონში ადგილობრივ “ტოტენჰემთან” ჩაატარებს.

“დინამო” ლონდონში ოთხშაბათ დილას გაემგზავრა და თბილისის დროით 22 საათზე “ვაით ჰართ ლეინზე” ივარჯიშა, სადაც მომავალი დაპირისპირება გაიმართება.

საფეხბურთო კლუბ “დინამოს” პრესსამსახურის ცნობით, თამაშამდე თბილისელთა ჩეხმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

“ტოტენჰემი” არა მარტო ინგლისის, არამედ, ევროპის ერთ–ერთი საუკეთესო გუნდია. პირველი მატჩი ჩვენ სტადიონზე დიდი ანგარიშით 0:5 წავაგეთ. ჩვენ გვქონდა ათწუთიანი ინტერვალი, როდესაც შეგვეძლო “ტოტენჰემის” კარში გოლი გაგვეტანა, თუმცა არ გაგვიმართლა. მეტოქემ კი, გოლები ძირითადად კონტრშეტევებზე გაგვიტანა. “ტოტენჰემთან” შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ უსტარიცი და ჩისკო, რომლებიც გუნდის სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელებად ითვლებიან.  ისინი მომავალ მატჩში ტრავმებისის გამო არ იქნებიან”.

“ტოტემჰემი”- “დინამოს” დაპირისპირება თბილისის დროით 23.05 საათზე დაიწყება. მთავარი მსაჯი იტალიელი ლუკა ბანტი იქნება, რომელსაც ნიკოლა ნიკოლეტი და ალესანდრო კოსტანცო დაეხმარებიან.

ფოტო fcdinamo.ge 


0.117109