ფეხბურთი

22:58 | 20.02.2014 | ნანახია NaN - ჯერ

დინამო 2–მა შახტარის დუბლები დაამარცხა

 დღეს თურქულ ბელექში შეკრებაზე მყოფმა “დინამოს” მეორე გუნდმა მორიგი სპარინგ-მატჩი გამართა. უჩა სოსიაშვილის შეგირდებმა “ამკარის” 6:0 დამარცხების შემდეგ მორიგი გამარჯვება მოიპოვეს. თბილისელებმა დონეცკის “შახტარის” დუბლშემადგენლობას ორი უპასუხო ბურთით აჯობეს. მატჩის მე–12 წუთზე ანგარიში გუნდის კაპიტანმა ბიძინა მახარობლიძემ გახსნა. მეორე გოლი კი, დონეცკელებს შეხვედრის 70–ე წუთზე  მიხეილ ჯიშკარიანმა გაუტანა. შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა და “დინამომ” “შახტარი” 2:0 დაამარცხა.

შემდეგ სპარინგ-მატჩს თბილისელები 24 თებერვალს პეტერბურგის “ზენიტის” დუბლშემადგენლობის წინააღმდეგ გამართავენ.

“დინამო” 2: მიგინეიშვილი, გურეშიძე, ლოჩოშვილი, ბაჩიაშვილი (ჯაფიაშვილი 71), სამხარაძე, კვეკვესკირი, ფალავანდიშვილი, დიასამიძე (ჯიშკარიანი 53), მახარობლიძე (წილოსანი 87), ლობჟანიძე (ვოლკოვი 82), ზივზივაძე (ერისთავი 75)

გოლები: მახარობლიძე, 12.  ჯიშკარიანი, 70.

თეგებითბილისის

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:37 | 24.02.2014
modric (10)

მარა სიტი ბარსას მერე იმდენი რაღაც იყო პელეგრინის მხრიდან ჩემთვის და არამარტო ჩემთვის გაუგებარი რო ეგ აღარ არის გასაკვირი

00:36 | 24.02.2014
modric (10)

საერთოდ გაუგებარია პელეგრინი რატო ათამაშებს დემიჩელის ძირითად შემადგენლობაში, არც ლესკოტი წყვეტს ციდან ვარსკლავებს მარა მალაგიდან გაგდებულ დემიჩელის ნამდვილად ჯობია

23:11 | 23.02.2014
El Capitano 7 (35967)

ხოდა შენც ითვალე რა გაქ საქმე

0.068105