ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე მიმდინარე შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ, თბილისის "დინამო" ფარერების "სტრეიმურს" 2:1 ამარცხებს.
გოლები ტაიმის მიწურულს გავიდა. მე-40 წუთზე, ანგარიში უსტარიცმა გახნა. ორ წუთში, გლიშიჩმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, ხოლო რამდენიმე წამში, "დინამო" წინ დვალმა გაიყვანა.