მსოფლიო რეიტინგის 28-ე ჩოგანი გრეგ დიმიტროვი აგრძელებს წარმატებულ სვლას საფრანგეთის ღია პირველობაზე. ტურნირის მეორე წრეში მან ყველანაირი პრობლემების გარეშე, 3 სეტში გამოთიშა ასპარეზობას 19 წლის ლუკ პუიე 6:1, 7:6, 6:1.
შეხვედრა 1 საათსა და 48 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ბულგარელმა 5 ბრეიკი შეასრულა, 5 ეისი ჩააწოდა (ყველაზე სწრაფი 210 კმ/სთ) და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა. მის ანგარიშზე ასევე გახლდათ 37 ვინერსი და 33 უნებლიე შეცდომა. ახალგაზრდა ფრანგმა კი თავი მხოლოდ 1 ბრეიკით, 1 ეისით და 15 ვინერსით გამოიჩინა.
“როლან გაროსის” მესამე წრეში გრეგი მსოფლიო რეიტინგის ლიდერ ნოვაკ ჯოკოვიჩს და არგენტინელ გვიდო პელას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვერ გაუწევს წინააღმდეგობას
გრიგორ წადი ისევ მაშა აწვალე თორე ხვალ ჰადესთან გაგიშვებს ნოვაკი ეგრევე !
ქამოოოოოონ გრეეეეეეეეეეგგგგგ !!!!!!!!!!!!!!!!!
კაი თამაში წავა
დაერხა სვისტოკას