ფეხბურთი

19:32 | 23.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დილას” პირველი მარცხი

გორელებმა თავიდანვე მოიპოვეს მცირედი ტერიტორიული უპირატესობა. აქტიური იყო ირაკლი მოდებაძე, მე-17 წუთზე ერისთავის გადაცემის შემდეგ ის მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ხეირიანად ვერ დაარტყა, ალავიძემ ხელი შეუშალა, ადგილობრივი მაყურებელი პენალტს ითხოვდა მაგრამ ბეუქლიშვილმა თამაშის გაგრძელება ბრძანა. მალევე ბათუმელმა ბერიაშვილმა დაარტყა ლამის ცარიელ კარში, მაგრამ გორელმა მცველმა გამოიტანა ბურთი. მალევე ბერიაშვილი ისევ სახიფათოდ ურტყამდა, მაგრამ ლამაზად მოჭრილი ბურთი ოდნავ ასცდა კარს. შემდეგ თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა, ტაიმის მიწურულს სტუმრებმა მაინც შეძლეს გატანა: ჭკუასელმა თავით დაუგდო ჩირიკაშვილს და ამ უკანასკნელმა შანსი ხელიდან არ გაუშვა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს შეხვედრის ერთადერთი გოლი იყო.

მეორე ტაიმში ვითარება დიდად არ შეცვლილა, გორელები ცდილობდნენ შეტევების ორგანიზებას, მაგრამ დიდი არაფერი გამოსდიოდათ. ერთი ეფექტური მომენტი 69-ე წუთზე შეიქმნა, როცა კვეკვესკირმა “მაკრატელათი” სცადა გატანა, მაგრამ მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ამრიგად, “დილა” პირველად დამარცხდა წლევანდელ ჩემპიონატში.

დილა (გორი) –დინამო (ბათუმი) 0:1 (0:1)

23 აგვისტო. “თენგიზ ბურჯანაძე.”

დილა: შეყრილაძე, ჯაფარიძე, ქარქუზაშვილი, ადამაძე, ხურცილავა, ერისთავი (არაბული 68), წიქარიძე (სეთურიძე 85), რაზმაძე, კვეკვესკირი, ახალკაცი (სადაღაშვილი 59), მოდებაძე

მწვრთნელი:Lუჩა სოსიაშვილი

დინამო (ბთ): ალავიძე, ტეტუნაშვილი, მახარაძე, მგელაძე. სუხიაშვილი, შონია, ჩირიკაშვილი, ჭკუასელი (ვარშანიძე 46), დიასამიძე (მაკარიანი 78), კაკალაძე (თევდორაძე 46), ბერიაშვილი

მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი

გოლი: 0:1 ჩირიკაშვილი (44)

გაფრთხილება: წიქარიძე (61), რაზმაძე (65)

მსაჯი: მ. ბეუქლიშვილი

0.100857