ფეხბურთი

19:50 | 19.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დილას” და “ტორპედოს” შეთანხმება და წერილი ზვიად სიჭინავას

მოგეხსენებათ, 22 აგვისტოს უეფას ევროპის ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში ”დილა“ ავსტრიულ “რაპიდს“ დაუპირისპირდება, ხოლო 25 აგვისტოს საქართველოს ჩემპიონატის კალენდარული შეხვედრა უწევს ქუთაისში “ტორპედოსთან”.

“დილას” პრეს-სამსახურის ცნობით, გუნდი საქართველოში დაბრუნებას მხოლოდ 24 აგვისტოს მოახერხებს, ამდენად, კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთის ფედერაციას და “ტორპედოს“ მატჩის გადადების თაობაზე წერილობითი თხოვნით მიმართა.

გორელები იმედს გამოთქვამენ, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და აღმასკომი გაგებით მოეკიდება შექმნილ მდგომარეობას და გაითვალისწინებენ 29 აგვისტოს განმეორებითი მატჩის მნიშვნელობას, რაც არა მარტო “დილასთვის“, არამედ ქართული ფეხბურთის წინსვლისთვის არის საჭირო.

როგორც ირკვევა, “დილას” იმის საშუალება არ გააჩნია, რომ ვენაში “რაპიდთან“ გასამართ შეხვედრაზე ჩარტერით გაემგზავროს. საქართველოში “დილას“ 24 აგვისტოს დაბრუნებაც ამით არის განპირობებული.

“იმედი გვაქვს შესაბამისი ინსტანციების და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გულისხმიერების, რომლის მხარდაჭერასაც ყოველთვის ვგრძნობთ”, - აღნიშნულია “დილას” პრეს-სამსახურის განცხადებაში.

0.111338