ფეხბურთი

0:50 | 30.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დილამ” “ჩიხურა” რაჟამაშვილის დუბლით დაამარცხა

გორის საფეხბურთო სკოლის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამართულ ამხანაგურ მატჩში ადგილობრივმა “დილამ” საჩხერის “ჩიხურას“ უმასპინძლა და 2:1 სძლია.

გორელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და გოლიც მალევე გავიდა. მე-14 წუთზე სტუმართა კარი დავით რაჟამაშვილმა დალაშქრა – 1:0. ტაიმის დარჩენილი წუთებიც გორელთა კარნახით მიმდინარეობდა და იყო რამოდენიმე ხელსაყრელი მომენტიც, თუმცა მათი რეალიზება ვერ მოხერხდა.

მე-2 ნახევარში მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სოღოლაშვილმა შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა, 55-ე წუთზე კი რაჟამაშვილმა ზუსტი დარტყმით დუბლი შეასრულა – 2:0.

სტუმრებმა ანგარიშის შემცირება 67-ე წუთზე მოახერხეს. თავი საბა ლომიამ გამოიჩინა. საბოლოოდ, “დილამ“ დამსახურებული გამარჯვება იზეიმა – 2:1.

გორელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: შეყრილაძე, ორბელაძე, თომაშვილი, კვახაძე (კაპ.), ჯიშკარიანი, რაზმაძე, კოშკაძე, შალამბერიძე, რაჟამაშვილი, კორღალიძე, გოგინაშვილი.

მეორე ნახევარში შევიდნენ: ლეგაშვილი, გურეშიძე, სადაღაშვილი, კვარაცხელია, ქებურია, ახალკაცი, წიქარიძე, გაფრინდაშვილი, აფხაზავა, გოროზია.

შეგახსენებთ, რომ 3 თებერვალს “დილა” თურქეთში გაემგზავრება, სადაც 11 დღის განმავლობაში მოემზადება. გორელები ანთალიაში სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ. მათი ერთ-ერთი მეტოქე სლოვენიის “მარიბორია”, ხოლო დანარჩენი სპარინგ-პარტნიორების ვინაობა ირკვევა.

0.116142