უეფას ევროპის ლიგის მე-2 ეტაპზე, დანიაში “ოლბორგთან” ჩატარებული მატჩის შემდეგ, გორის “დილა” სამშობლოში არ დაბრუნდება და ხორვატიას მიაშურებს.
გორელთა პრესსამსახურის ცნობით, 26 ივლისს დანიიდან “დილა” თურქეთის ქალაქ სტამბოლში ჩაფრინდება, საიდანაც სპლიტში გაემგზავრება.
ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის, რომელიც 1 აგვისტოს სპლიტში ადგილობრივ “ჰაიდუკთან” შედგება, “დილა” ხორვატიაში მოემზადება. საპასუხო შეხვედრა 8 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგება.
ფოტო fcdila.ge