ფეხბურთი

12:45 | 13.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დილა“ სპარინგებს “სპარტაკთან” და “ვიტ ჯორჯიასთან” ჩაატარებს

ლაგოდეხში 10 დღიანი შეკრების შემდეგ “დილამ” ერთი დღით დაისვენა და გუშინ ვარჯიში გორში განაახლა. როგორც მოგეხსენებათ, პირველ შეკრებაზე აქცენტი გადატანილი იყო ფიზმომზადებაზე, ხოლო მეორე შეკრებას გუნდი სად გაივლის, მალე დაზუსტდება.

გორელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, მანამდე ორი ამხანაგური მატჩია დაგეგმილი. 14 ივლისს 18:00 საათზე გორის ცენტრალურ სტადიონზე “დილა” ცხინვალის “სპარტაკს“ გაეჯიბრება, 17 ივლისს კი გორელთა მეტოქე თბილისის “ვიტ ჯორჯია“ იქნება. ეს შეხვედრად თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგება.

0.117797