გორის “დილამ” 23 მარტს, საკუთარ მოედანზე ამხანაგური თამაში აზერბაიჯანულ “სიმურგთან” გამართა და 0:1 წააგო. ამის შესახებ, საფეხბურთო კლუბ “დილას” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
მატჩის ერთადერთი გოლი მე-14 წუთზე საჯარიმოდან ბურხარდმა გაიტანა. მის მიერ დარტყმული ბურთი ლაშა თოთაძეს მოხვდა და ბექა შეყრილაძის კარში აღმოჩნდა.
“დილა”: შეყრილაძე, ალადაშვილი, კვახაძე, აბურჯანია, თოთაძე, გვალია, გოგუა, კახელიშვილი, ჯიშკარიანი, ჟუნიორი, რამოსი.
შეცვლაზე შევიდნენ: მამალაძე, ადამაშვილი, ი.ლომიძე, ბეჭვაია, მნათობიშვილი, წიქარიძე, გოგინაშვილი, ბ.გოცირიძე, მოდებაძე, გორელიშვილი, ლ.ლომიძე.
მთავარი მწვრთნელი: ვალდას ივანაუსკასი
“სიმურგი”: პიტერსკევიჩი, ზრნანოვიჩი, ანდერსონი, პოლადოვი, შემონაევი, იბრაგიმოვი, ბურხარდი, სატარლი, ბოჟიჩი, კისო, ბუშიჩი.
შეცვლაზე შევიდნენ: მამადოვი, პოლიაკოვი, ყურბანოვი, სულთანოვი.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიხრაძე.
გოლი: 0:1 ბურხარდი (14).
გაფრთხილება: ზრნანოვიჩი (16), შემონაევი (33), ადამაშვილი (91).