უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფში, გორის “დილასა” და ავსტრიის “რაპიდის” საპასუხო მატჩზე დასასწრები ბილეთები 3 და 5 ლარი ეღირება. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “დილას” პრესსამსახური იუწყება.
ბილეთების გაყიდვა 27 აგვისტოს 13 საათიდან დაიწყო და მათი შეძენის მსურველებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებს უნდა მიაკითხონ.
მომავალი მატჩი 29 აგვისტოს “მიხეილ მესხზე” შედგება და თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.