ფეხბურთი

20:50 | 20.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დილა” გამოსავლის ძიებაში

 

გორის “დილაში” ჯერაც გაურკვეველი ვითარებაა. ფინანსურმა პრობლემებმა ისევ იჩინა თავი და მეტ-ნაკლებად წარმატებული ევროკომპანიის შემდეგ გუნდი მისთვის უჩვეულო მე-7 ადგილზეა. რამდენიმე დღის წინათ “დილა” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმაც დატოვა და ზუგდიდელებთან მატჩში შიდაქართლელებს მეკარეების მწვრთნელი რამაზ სოღოლაშვილი ხელმძღვანელობდა. ახალი დამრიგებლის ვინაობა ჯერაც გაურკვეველია და მანამადე, როგორც გორელთა ადმინისტრაციაში გვითხრეს, ადგილობრივ სპეციალისტებზე აიღებენ აქცენტს.

Pპირველ ტაიმში ორივე გუნდს შეეძლო დაწინაურება, თუმცა მასპინძლებს მეტად გაუმართლათ, 33-ე წუთზე მათმა ლიდერმა ირაკლი მოდებაძემ გახსნა ანგარიში. არადა, დასაწყისშივე სტუმართა 20 წლის შემტევის აკაკი ფარჯიკიას დარტყმული გორელთაA კარის ძელს მოხვდა. მოდებაძის გოლის შემდეგ მასპინძლებმა კიდევ გაიტანეს, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა და ნიკა ფილიევს გოლი არ ჩაუთავალა.

64-ე წუთზე კანკიამ საჯარიმოში მოდებაძე წააქცია და ყვითელი მიიღო, მერე მსაჯს შეეკამათა და მინდვრის დატოვებაც მოუხდა. პენალტის შესრულება დაზარალებულმა მოდებაძემ ითავა, მაგრამ მამალაძემ აუღო.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა, თუმცა კაცნაკლულმა სტუმრებმა მაინც ივაჟკაცეს, 77-ე წუთზე ზუგდიდელთა კაპიტანმა, ზვიად სიხარულიამ გაათანაბრა.

 

დილა (გორი) – ზუგდიდი 1:1 (1:0)

20 ოქტომბერი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.”

დილა: რევიშვილი, ალადაშვილი, კობახიძე, კვახაძე, თომაშვილი (ხორგუაშვილი 68), დოლიძე (გორელიშვილი 78), ბოლქვაძე (დიასამიძე 74), მაისურაძე, ფილიევი, მოდებაძე, ქვილითაია

მწვრთნელი: რამაზ სოღოლაშვილი

ზუგდიდი: მამალაძე, აფაქიძე, მირცხულავა, კანკია, ქვარცხავა, ონიანი, მეგაჰედი (პაჭკორია 61), სიხარულია, გუგუჩია, ეხვაია (რიგვავა 72), ფარჯიკია

მწვრთნელი: ოთარ თუთბერიძე

გოლები: 1:0 მოდებაძე (33), 1:1 სიხარულია (77)

გაფრთხილება: კანკია (64)

მსაჯი: აბდულა ბასლეჰლო

 

მეტალურგი (რუსთავი) – მერანი (მარტვილი) 6:1 (4:1)

გოლები: 1:0 ლევან კაკუბავა (4), 2:0 რევაზ გეწაძე (9), 3:0 გოგი ფიფია (15), 3:1 შოთა ბაბუნაშვილი (25), 4:1 ლუკა რაზმაძე (28), 5:1 დავით კირკიტაძე (89), 6:1 დავით საჯაია (90)

გაძევება: მიხეილ მახვილაძე (16, “მეტალურგი”); კიჭი მელიავა (38, “მერანი”)

 

სპარტაკი (ცხინვალი) – გურია (ლანჩხუთი) 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ვილი ისიანი (61) 

 

ტორპედო (ქუთაისი) – სიონი (ბოლნისი)  1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ირაკლი სამხარაძე (25), 1:1 ნიკა საბანაძე (40)

 

ზესტაფონი – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 1:1 (1:1) 

გოლები: 1:0 საბა ლომია (16), 1:1 ლაშა კასრაძე (38) 

 

დინამო (თბილისი) – ჩიხურა (საჩხერე) 6:1 (1:1)

გოლები: 1:0 ჩისკო (1), 1:1 კვარაცხელია (ს.კ. 14), 2:1 ჩისკო (34), 3:1 დვალი (56), 4:1 ჩისკო (60), 5:1 ძარია (61), 6:1 დვალი (76).

  

1    დინამო (თბილისი)                                          9          7           1           1           25:8         22    
2 ტორპედო          9 5 4 0 14:5 19
3 ჩიხურა              9 5 1 3 19:17 
16
4 გურია          9 5 0 4 9:9 15
5 მეტალურგი     9 4 2 3 15:15 14
6 ვიტ ჯორჯია            9 3 3 3 14:12 12
7 დილა              9 3 3 3 11:11 12
8 მერანი                   9 4 0 5 12:20 12
9 ზესტაფონი         9 3 2 4 10:8 11
10 სიონი   9 2 3 4 11:14 9
11 ზუგდიდი         9 1 3 5 4:14 6
12 სპარტაკი   9 1 0 8 4:14  3

 

მეგოლეები:

7 – დიმიტრი ტატანაშვილი (2 პენ, “ჩიხურა”)

6 – დორინ გოგა (“დინამო”), ირაკლი მოდებაძე (1, “დილა”)

4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ირაკლი ქობალია (“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე – “ვიტ ჯორჯია”)

3 – ლადო ახალაია (“სიონი”), გრიგოლ დოლიძე (“დილა”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), ვილი ისიანი (“გურია”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

0.108623