ფეხბურთი

18:57 | 2.02.2014 | ნანახია 0 - ჯერ

„დილა“ ანთალიაში წავიდა

 

გორის „დილამ“ განახლებული შემადგენლობით მომზადება 10 იანვარს დაიწყო. 22 იანვრიდან კი გორში გაიარა შეკრების პირველი ეტაპი. 3 თებერვალს გამთენიისას „დილა“ თურქეთისკენ, კერძოდ კი ანტალიისკენ აიღებს გეზს. გამგზავრებამდე, გუნდის მწვრთნელი რამაზ სოღოლაშვილი “დილას” პრესსამსახურს ესაუბრა. 

-       როგორ შეაფასებდით მზადების პირველ ეტაპს?

-       პირველმა ეტაპმა დამაკმაყოფილებლად ჩაიარა. შეკრება გორში გავიარეთ და იყო დღეში ორჯერადი ვარჯიშები. შეკრების ამ ეტაპზე მოხდა რამდენიმე ფეხბურთელის გუნდში მოყვანა. მზადების ამ პერიოდში ჩავატარეთ სამი ტესტ-მატჩი „დილა 2“-თან იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც გუნდში სინჯებზე იყვნენ. ასევე ძირითადი გუნდით ერთი შეხვედრა ჩავატარეთ საჩხერის „ჩიხურასთან“.

-       რამდენად კმაყოფილი ხართ ახალწვეულებით და თუ იგეგმება კიდევ ვინმეს დამატება?

-       ყველა ახალწვეულით კმაყოფილი ვარ. მათი იმედი რომ არ გვქონოდა ისე კლუბში არ მოვიწვევდით. რაც შეეხება კიდევ ფეხბურთელების დამატებას, არის საუბარი ერთ-ორ ფეხბურთელზე, რომელთა ვინაობაც თურქულ შეკრებაზე გაირკვევა.

-       რომელ რგოლში ესაჭიროება გუნდს გაძლიერება?

-       შემიძლია გითხრათ, რომ ყველა რგოლი თანაბრადაა დაკომპლექტებული, მაგრამ კონკურენციის მიზნით კიდევ არ გვაწყენდა გაძლიერება. ამ ეტაპზე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი არ იმყოფება სასურველ ფორმაში, ზოგს მიკრო ტრავმა აქვს, ზოგს კი ავადმყოფობის გამო გაუცდა გარკვეული პერიოდი. თუმცა იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ფეხბურთელები სეზონის განახლებას ოპტიმალურ ფორმაში შეხვდებიან.

-       რამდენად ძლიერ მეტოქეებს დაუპირისპირდებით თურქულ შეკრებაზე?

-       თურქულ შეკრებაზე ოთხ სპარინგ-მატჩს გავმართავთ. ოთხივე მეტოქე საკმაოდ სერიოზულ ძალას წარმოადგენს. 5 თებერვალს რუმინეთის უმაღლესი ლიგის ბინადარ „ნევოდარს“ დავუპირისპირდებით. 7 თებერვალს სპარინგი რუსეთის პირველი ლიგის ბინადარ ორენბურგის „გაზოვიკთან“ გვექნება, სადაც ჩვენი ყოფილი ფეხბურთელი ზურაბ არზიანი ირიცხება. 9 თებერვალს სლოვენიის ჩემპიონატის ლიდერს „მარიბორს“ დავუპირისპირდებით, ხოლო დასკვნით მატჩს 13 თებერვალს ბოსნიურ „სარაევოსთან“ გავმართავთ, რომელიც საკუთარ ჩემპიონატში მეორე ადგილზე იმყოფება.

-       და ბოლოს, რას ეტყვით საკუთარ გულშემატკივრებს?

-       გულშემატკივარს მინდა მადლობა გადავუხადო იმ თანადგომისთვის და ყურადღებისთვის, რასაც ისინი ჩვენი კლუბის მიმართ იჩენენ. ანტალიაში წასვლამდე ვგეგმავდით გულშემატკივართან შეხვედრას, მაგრამ დროის სიმცირიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალეთ ეს შეხვედრა თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ გავმართოთ. ჩვენს გულშემატკივრებს ვპირდებით იმ გუნდის ჩამოყალიბებას, რომელიც გააგრძელებს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას, რაც სეზონის წინ გვქონდა დაგეგმილი.

 

როგორც მოგახსენეთ, „დილა“ ანტალიაში გაემგზავრება და სასტუმრო „Miracle”-ში დაბინავდება, სადაც 11 დღეს დაჰყოფს. თურქულ შეკრებაზე რამაზ სოღოლაშვილმა შემდეგი ფეხბურთელები იახლა:

მეკარეები: შეყრილაძე, ლეგაშვილი.

მცველები: თომაშვილი, კვახაძე, ორბელაძე, ჯიშკარიანი, ქებურია, გაფრინდაშვილი, აფხაზავა, ქარქუზაშვილი.

ნახევარმცველები: რაზმაძე, გურეშიძე, კოშკაძე, კორღალიძე, გოროზია, წიქარიძე, შენგელია, სადაღაშვილი, შალამბერიძე, ფოცხვერია, რაჟამაშვილი.

თავდამსხმელები: კვარაცხელია, ბერიაშვილი, ახალკაცი, გოგინაშვილი.

ავადმყოფობის გამო კლუბს თურქულ შეკრებაზე ვერ მიჰყვება დაცვის ერთ-ერთი ლიდერი ოთარ ხიზანეიშვილი.

ქებურია, გაფრინდაშვილი, აფხაზავა და შენგელია „დილა 2“-დან არიან, რომლებიც პირველ ლიგაში ასპარეზობენ.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:27 | 17.02.2016
papu (32)

ლებრონი გაცილებით ძლიერი კალათბურთელია ვიდრე დურანტი და ბრაიანტი .

ორივეს მკლავზე დაიხვევს .

14:06 | 17.02.2016
berodaviti (4285)

ბევრ რამეში გადასწრო და დაჩრდილა, მხოლოდ ბეჭდები და ერთ მატჩში "ჩაგდებული ქულები" კობის უპირატესობა, თუმცა ბევრს არ უნდა ამის აღიარება, მაგრამ მორიგი რეკორდები შეგვახსენებს ეტაპობრივად და სწრაფად თავს !

21:36 | 16.02.2016
shakooo7 (2507)

აი ოლ სტარი არი ეს:
0?'>https://www.youtube.com/watch?v=Bz1Rm-tO1GU':'>https://www.youtube.com/watch?v=Bz1Rm-tO1GU'))

17:13 | 16.02.2016
twist (106)

stripslashes((strlen('https://videowin.ge/index/video?id=31160')>0?'https://videowin.ge/index/video?id=31160':'https://videowin.ge/index/video?id=31160'))
კობი ბრაიანტის ცარიერის საუკეტესო 10 მომენტი

16:57 | 16.02.2016
Torres9 (12692)

კობი იყო არის და იქნება მუდან ლებრონზე წინ

16:26 | 16.02.2016
galaqtiko (3488)

კევინ დურანტს აქვს 179 და თუ მაგის დამოკიდებულებას და სქორერობას გავითვალისწინებთ დიდი შანსია მაგანაც გაასწროს ბრაიანტს და თუნდაც ჯეიმსსაც

20:45 | 16.02.2016
federer (17) (15576)

დურანტი დიდი ალბათობით გადაასწრებს ყველას

15:29 | 16.02.2016
საბარსა (2123)

ჯიგრები

17:31 | 14.04.2016
NGoLo KaNte (36472)

+1

13:59 | 16.02.2016
Dato Madrid (1088)

მრავალი მოთამაშისთვის საოცნებო ასეთი დიდი მიღწევები ხურდაში კიდევ მრავლად ექნება კარიერის ბოლომდე მეფეს,სანამ ლებრონი თავის ერთერთ მთავარ მიზანს არ მიაღწევს და არ დაამხობს რეგულარულში ყველაზე მეტი ქულის ჩამგდებ კარიმ აბდულ ჯაბარის თითქოსდა ხელშეუხებელ რეკორდს.ასეა ეს.

13:43 | 16.02.2016
BEERTRANCE (97819)

და კიდე შეუძლია ლებრონს თავისი მაჩვენებლის გაუმჯობესება

14:19 | 16.02.2016
Dato Madrid (1088)

მართალი ხარ გიგა ბრატ,ამ პოზიციაში იმდენად წინ წავა რომ ძნელად ოდესმე ვინმე დაეწიოს და როგორც სილკის კომენტატორები ამბობენ საერთოდაც ლიგის პრივატიზებას აპირებს ლებრონი.

0.066069