,,ვოლფსბურგის’’ ბრაზილიელი ნახევარმცველის დიეგოს განაცხადებით, ის კონცენტრირებულია მის ამჟამინდელ კლუბზე და სურს კარგად აითვისოს დიტერ ჰეკინგის სათამაშოს სტილი. “კიკერ-სპორტისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში ვოლფსბურგელთა ათიანი აღიარებს, რომ რამდენიმე კლუბისგან აქვს შემოთავაზება, თუმცა ვიდრე ყველაფერი არ გაირკვევა, ამ თემაზე საუბრისგან თავს შეიკავებს.
,,ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მე უკვე შერჩეული მყავს კლუბი, სადაც გავაგრძელებ კარიერას, მაგრამ ეს ასე არაა. როცა გადაწყვეტილებას მივიღებ და ყველაფერი ზუსტად მეცოდინება, ამის შესახებ ღიად ვისაუბრებ.’’_აღნიშნა დიეგომ.
მაშინ როცა მედიაში კვლავ გრძლედება განხილვები მისი ტრანსფერის შესახებ, ფეხბურთელის მთავარ მიზანს ამ ეტაპზე დიტერ ჰეკინგის სათამაშო სტილთან შერწყმა წარმოადგენს.
,,სიმართლე გითხრათ მე მხოლოდ ,,ვოლფსბურგზე’’ ვარ კონცენტრირებული, გულდასმით ვუსმენ დიტერ ჰეკინგის რჩევებს, საუბრებს. მსურს კარგად ჩავჯდე იმ სათამაშო სტილში, რომელსაც მწვრთნელი გვთავაზობს. ვცდილობ უკეთეს სათამაშო ფორმაში შევიდე.’’_დაასრულა ბრაზილიელმა.
შეგახსენებთ, გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიეგოსადმი ინტერესს ესპანური და ინგლისური კლუბები იჩენენ. სახელდებოდა ლონდონის ,,არსენალი’’. იმ შემთხვევაში თუ იგი პრემიერლიგაში განაგრძობს კარიერას, იმ იშვიათ ფეხბურთელთა სიაში შევა, რომლებსაც ყველა ე.წ. ტოპ-ლიგაში უთამაშიათ. შეგახსენებთ, დიეგო ,,ვლფსბურგის’’ გარდა სხვადასხვა დროს ირიცხებოდა ,,იუვენტუსში’’, მადრიდის ,,ატლეტიკოსა’’ და ,,ვერდერში.’’
რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, 28 წლის ფეხბურთელმა ბოლოს 2008 წელს ითამაშა ,,სელესაოს’ შემადგენლობაში, სადაც მის ანგარიშზე 4 გოლია 33 ჩატარებულ შეხვედრაში.
დიმიტრი შარიქაძე