“ვოლფსბურგის” სპორტული დირექტორის, კლაუს ალოფსის განცხადებით, ჯერჯერობით ძნელია იმაზე საუბარი, დარჩებიან თუ არა გუნდში ნახევარმცველი დიეგო და თავდამსხმელი ივიცა ოლიჩი.
“ორივე ფეხბურთელის შესაძლებლობები მშვენივრად ვიცით. კლუბისთვის ორივე დიდ ძალას წარმოადგენს, მაგრამ ამ ეტაპზე, საბოლოო გადაწყვეტილება არ არსებობს. ყველაფერს ავწონ-დავწონით და საბოლოო განცხადებას თებერვალში გავაკეთებთ”, – უთხრა ალოფსმა ერთ-ერთ გერმანულ გამოცემას.
შეგახსენებთ, ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიეგო, სავარაუდოდ, კარიერას “სანტოსში” გააგრძელებს.