გერმანული “ვოლფსბურგის” 28 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი დიეგო სამშობლოში დაბრუნებას აპირებს. როგორც ირკვევა, დიეგოსთან მოლაპარაკებას “სანტოსი” აწარმოებს. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელ ნახევარმცველს ბუნდესლიგაში ჩატარებულ 14 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე პასი მოუგროვდა. ცნობისთვის, დიეგო სწორედ “სანტოსის” აღზრდილია და კარიერის დასაწყისში ბრაზილიურ კლუბში 64 შეხვედრა აქვს ჩატარებული.