ფეხბურთი

16:58 | 9.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო “სანტოსს” შეუთანხმდა

ბრაზილიელი ნახევარმცველი დიეგო რიბას და კუანია კარიერის მშობლიურ “სანტოსში” გაგრძელებას დათანხმდა.

28 წლის ფეხბურთელს უკვე დიდი ხანია “ვოლფსბურგის” დატოვება უნდა, მაგრამ ან თავად ვერ ახერხებდა პოტენციურ კლუბთან შეთანხმებას და ანაც გერმანულ კლუბს არ აწყობდა სატრანსფერო შეთავაზება.

ESPN-ის ცნობით, დიეგომ “სანტოსთან” პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმება უკვე მოახერხა და მშობლიურ კლუბში დაბრუნების შანსებიც ერთი-ორად გაიზარდა. საქმე ისაა, რომ ბრაზილიელს გერმანულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება და “მგლებს” მისი უსასყიდლოდ დაკარგვა არ უნდათ, ეს კი, მათ იანვარში ნებისმიერ წინადადებაზე დათანხმებას აიძულებს.

დიეგომ “ვოლფსბურგის” შემადგენლობაში წელს 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

 

0.118072