ფეხბურთი

18:43 | 28.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო ნეაპოლში დაბრუნდა

დიეგო მარადონა “მშობლიურ” ნეაპოლში ჩავიდა და პრესკონფერენცია გამართა. მოგეხსენებათ, ლეგენდარულ არგენტინელს “ნაპოლიში” თამაშის პერიოდში, გადასახადების გადაუხდელობაში სდებენ ბრალს და დაახოებით 40 მილიონ ევროს ედავებიან. დიეგოს ლამის მთელი ქალაქი შეეგება. ის ნეაპოლში მართლაც საოცრად პოპულარულია. მერე კი პრესკონფერენცია გამართა, სადაც “თავისებური მარგალიტებით” კვლავაც შეახსენა დამსწრეთ თავი. მაგალითად თქვა, რომ პელე ისეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაშობდა, რომლებიც ვერ ინძრეოდნენო, ხოლო მესის შესახებ აღნიშნა დიდი ბავშვიაო: “ვიმედოვნებ, რომ ერთხელ მესი არგენტინას მსოფლიო ჩემპიონობას მოაგებინებს. მაგრამ ეს ძალიან ძნელი იქნება. მისი სტილი უკვე ისწავლეს. ნახეთ, როგორ “ამოკეტეს” “მილანთან” მატჩში,” – განაცხადა დონ დიეგომ.
ნეაპოლელებს კი ის თავისებურად მიეფერა: “მინდა გითხრათ, რომ სხეულში ნეაპოლურ ჰაერს ვატარებ. იტალიაში ჩამოსვლისთანავე ჩემით ფინანსური პოლიცია ინტერესდება, არადა, არაფერ შუაში ვარ. ძალიან მინდა ერთხელაც ნეაპოლში შვილიშვილთან ერთად ჩამოვიდე და ვაჩვენო, რას აკეთებდა ამ ქალაქში ბაბუამისი. აქაური მართლმსაჯულების მჯერა და ვიმედოვნებ, რომ სამართლიანად მიუდგებიან ჩემს საქმეს”, – თქვა მარადონამ. 

0.14172