”პარი სენ ჟერმენის” ურუგვაელი მცველი, დიეგო ლუგანო, რომელიც ბოლო ნახევარ წელიწადს ესპანურ “მალაგაში” იყო განათხოვრებული, ინგლისური პრემიერლიგის “ვესტ ბრომვიჩ ალბიონში” გადავიდა – გვამცნობს Sky Sports-ი. ინგლისში ის თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩავიდა, ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა.