დიდი ალბათობით, მადრიდის “რეალის” მეკარე დიეგო ლოპესი თავისუფალი აგენტის სტატუსით “მონაკოში” გადაბარგდება. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება.
32 წლის მეკარე “მონაკოსთან” 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მისი წლიური ანაზღაურება 5.5 მილიონი ევრო იქნება. მხარეები ოფიციალურ შეთანხმებას 2-3 დღეში გააფორმებენ.
აღსანიშნავია, რომ “რეალი” კოსტა რიკელი კეილორ ნავასის შეძენას გეგმავს და დიეგო ლოპესი მადრიდელთა სამწვრთნელო შტაბის გეგმებში აღარ შედის.