დიეგო ლოპესს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა. ამჟამად, ესპანელი მეკარე “მილანის” თვალთახედვის არეში მოექცა.
შეგახსენებთ, რომ ლოპესის შეძენა “ნაპოლისა” და “მონაკოს” დიდი ხანია სურთ, მაგრამ ანჩელოტის, მხოლოდ ერთი მეკარის იმედად დარჩენა არ სურდა. მას შემდეგ კი, რაც “რეალმა” კეილორ ნავასი შეიძინა, გუნდიდან კასილასს, ან ლოპესს წასვლა მოუწევთ.
გავრცელებული ინფორმაციით, ანჩელოტის რჩეული იკერ კასილასია. მის აზრს იზიარებს ფლორენტინო პერესიც, რაც ნიშნავს, რომ დიეგო კლუბს გამოიცვლის.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, “მილანი” და “რეალი” ესპანელი მეკარის ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ, მაგრამ ოფიციალური განცხადება კლუბებს ჯერ არ გაუკეთებიათ.
ლევან გოგოტიშვილი