“ატლეტიკოსა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი დიეგო კოსტა მოედანზე 15 დღეში დაბრუნდება. ამ ინფორმაციას მადრიდული AS-ი ავრცელებს.
25 წლის ფეხბურთელმა მუხლქვედა მყესის ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიმიზეზა და მან მოედანი მე-9 წუთზე დატოვა.
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, კოსტას მკურნალობას 15 დღე დასჭირდება, რაც მსოფლიოს ჩემპიონატზე მის წასვლას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. საქმე ისაა, რომ ვისენტე დელ ბოსკე საბოლოო განაცხადს 2 ივნისს დაასახელებს. “ფურია როხას” დამრიგებელი აპირებს განაცხადში ის ფეხბურთელები შეიყვანოს, რომლებიც იმ დროისთვის ჯანმრთელები იქნებიან.