ფეხბურთი

18:22 | 27.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო კოსტას ესპანეთის ნაკრებში თამაშის შანსი გაუჩნდა

მადრიდის “ატლეტიკოს” ბრაზილიელ შემტევს, დიეგო კოსტას ორ ეროვნულ ნაკრებს შორის არჩევანი აქვს. მას მშობლიურ გუნდსა და ესპანეთის ნაკრებში თამაშის შანსი გაუჩნდა.

24 წლის კოსტას ბრაზილიის ეროვნულ გუნდში 2 ამხანაგური თამაში აქვს ჩატარებული, მაგრამ ცნობილი ხდება, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ FIFA-ს მიმართა და ბრაზილიელის “ფურია როხაში” გამოძახების უფლება ითხოვა.

ჯერჯერობით უცნობია, რას გადაწყვეტს FIFA, მაგრამ როგორც ირკვევა, თავად კოსტას არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია.

“ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩემთვის, ჯერ არავის მოუმართავს, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ დიდი პატივია, როდესაც ორ ასეთ ნაკრებს შორის გაქვს არჩევანი.

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით გავრცელებულმა ჭორებმა ჩემამდეც მოაღწია, მაგრამ ახლა მხოლოდ “რეალთან” მოახლოებულ დაპირისპირებაზე ვფიქრობ.” – ციტირებს კოსტას სიტყვებს Marca.

0.123289