მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდი დიეგო კოსტა, რომელიც “ხეტაფესთან” ესპანეთის პრიმერა დივიზიონის უკანასკნელი ტურის მატჩში (2:0) დაშავდა, საწვრთნელ პროცესს შეუდგა. ამის შესახებ მადრიდული პრესა იუწყება.
ბრაზილიური წარმოშობის ესპანელი ფიზიოთერაპევტის მეთვალყურეობით, გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობდა. “ატლეტიკოს” სამწვრთნელო შტაბი დარწმუნებულია, რომ კოსტა “ელჩესთან” პარასკევს გასამართ მატჩში ითამაშებს.
ცნობისათვის, პრიმერა დივიზიონში ჩატარებულ 31 მატჩში, კოსტამ 26 გოლს მოუყარა თავი და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.