მადრიდის “ატლეტიკოს” საუკეთესო ბომბარდირმა, დიეგო კოსტამ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში განაახლა და ის სრულ მზადყოფნაში უახლოეს დღეებში იქნება.
ბრაზილიური ფესვების მქონე ფეხბურთელს მარჯვენა ბარძაყის კუნთის ტრავმა ჰქონდა, რის გამოც ის ესპანეთის ნაკრებს ვერ ეხმარება. ესპანური პრესის ცნობით, კოსტამ ვარჯიში უკვე დაიწყო და ის ლა ლიგის მომდევნო ტურში მოედანზე გასასვლელად მზად იქნება.