ფეხბურთი

18:19 | 14.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო კოსტამ “ატლეტიკოსთან” გაახანგრძლივა

მადრიდის “ატლეტიკოს” 24 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, დიეგო კოსტამ ესპანურ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

“ატლეტიკოს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მხარეებმა ყველაფერი შეათანხმეს და კონტრაქტზე ხელმოწერებიც დასვეს. ახალი ხელშეკრულება მოქმედი 2018 წლის ზაფხულამდეა.

დიეგო კოსტა “ატლეტიკოში”, პირველად, 2007-09 წლებში ირიცხებოდა, მაგრამ მადრიდელთა პირველ გუნდში მას, იმ დროს, არ უთამაშია. 2010 წელს, ბრაზილიელი “ატლეტიკოში” დაბრუნდა, რომლის შემადგენლობაში, ლა ლიგაში, 59-ჯერ ითამაშა და 16 გოლი გაიტანა.

0.112786