ფეხბურთი

11:42 | 7.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო კოსტამ “ატლეტიკოს” რეკორდი გაიმეორა

მადრიდის “ატლეტიკოს” ბრაზილიელი ფორვარდი დიეგო კოსტა, აგერ, უკვე მეხუთე მატჩია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.

25 წლის ფეხბურთელმა, “სელტასთან” 2:1 მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და “ატლეტიკოს” ყოფილ ფორვარდ დიეგო ფორლანს გაუტოლდა, რომელმაც 2008/2009 წლების სეზონში, ასევე ზედიზედ ხუთ მატჩში გაიტანა გოლი და ჯამში, იმ სეზონში პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
აღსანიშნავია, რომ მსგავს შედეგთან ახლოს იყო, მაგრამ ზედიზედ ხუთ მატჩში გოლის გატანა ვერ მოახერხა “ატლეტიკოს” კიდევ ერთმა ფორვარდმა რადამელ ფალკაომ, რომელიც ზაფხულში “მონაკოში” გადავიდა.

მთლიანობაში, რვა ტურის შემდეგ, კოსტას ანგარიშზე 10 გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემაა. მოცემული მომენტისთვის, ის პრიმერა დივიზიონის ბომბარდირთა სიაში პირველ ადგილზეა და ორი გოლით უსწრებს “ბარსელონას” არგენტინელ შემტევ ლიონელ მესის.

0.099869