მადრიდის “ატლეტიკოს” საუკეთესო ბომბარდირი დიეგო კოსტა სრულად გამოჯანმრთელდა და ის მომდევნო მატჩში სათამაშოდ მზადააა.
კოსტამ ტრავმა “ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში მიიღო. მას შემდეგ, მან გუნდის ორი თამაში გამოტოვა.
AS-ის ცნობით, დიეგო კოსტა სრული დატვირთვით ვარჯიშობს და ის 13 აპრილს “ხეტაფესთან” გასამართ დაპირისპირებაში ითამაშებს.
კოსტასგან განსხვავებით, კვლავ ტრავმირებულია არდა თურანი და ის “ხეტაფესთან” ვერ ითამაშებს.