ფეხბურთი

14:28 | 10.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო კოსტა და ესპანელები შეთანხმდნენ

მადრიდის “ატლეტიკოს” ბრაზილიელ ფორვარდ დიეგო კოსტას, ესპანეთის ნაკრების მაისურით თამაში სურს.

25 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც პრიმერა დივიზიონის განვლილ 8 მატჩში 10 გოლი გაიტანა და გათამაშების ბომბარდირთა სიას სათავეში უდგას, ესპანეთის მოქალაქეობა ივლისში მიიღო და ახლა, ვისენტე დელ ბოსკესგან გამოძახებას ელის.

“არ მინდა, რომ ბრაზილიაში არასწორად გამიგონ. კმაყოფილი ვიქნები, თუკი ჩემს გადაწყვეტილებას ისე მიიღებენ, როგორც აუცილებელს. თუკი ესპანეთის ნაკრების მაისურით ვითამაშებ და ბრაზილიას გოლს გავუტან, ეს მე პრობლემას არ შემიქმნის. ვისენტე დელ ბოსკე არაფერს შემპირებია. კარგად ვიცი, რომ მუხლჩაუხრელი შრომა მომიწევს, რათა მისგან გამოძახება დავიმსახურო. ვიმედოვნებ, ჩემი ახლანდელი ფორმა მას ასეთი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მისცემს”, - განუცხადა დიეგო კოსტამ Mარცა-ს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.110356