მადრიდის “ატლეტიკოს” ლიდერი დიეგო კოსტა კატალონიის “ბარსელონასთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩს გამოტოვებს. უეფას ოფიციალური საიტის ცნობით, ბრაზილიური წარმოშობის ესპანელმა ორშაბათს გამართულ ვარჯიშზე მუხლი დაიზიანა.
“მედიკოსები კოსტას მდგომარეობას უახლოეს პერიოდში შეაფასებენ, მაგრამ “ბარსელონასთან” მისი თამაში თითქმის გამორიცხულია”, - განაცხადა მადრიდელთა თავკაცმა დიეგო სიმეონემ.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” “ატლეტიკოს” დღეს უმასპინძლებს.