ფეხბურთი

14:32 | 18.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო კოშტა ტრავმირებულია

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის დასრულების შემდეგ დიეგო კოშტაზე ისაუბრა. პორტუგალიელის განცხადებით კოშტას მყესები დაუზიანდა და შესაძლოა შემდეგ შეხვედრებში გუნდს ვერ დაეხმაროს.

“დიეგოს აღნიშნული ტიპის ტრავმა “ატლეტიკოდან” მოჰყვება და ამის გამო გასულ სეზონში გარკვეული პერიოდი გაუცდა. ვნახოთ, რა იტყვიან მედიკოსები და ამის მიხედვით გადაწყდება, როდის დაეხმარება გუნდს. ვფიქრობ, სამი დღე საკმარისია ტრავმის მოსაშუშებლად” - აღნიშნა მოურინიომ.

დიეგო კოშტაზე საუბრის გარდა “ჩელსის” მწვრთნელი გუნდის თამაშსაც შეეხო.

“თამაშის ხარისხითა და შედეგით უკმაყოფილო ვარ. გვაქვს პრობლემები და მათი გადაჭრა უნდა მოვახერხოთ”, - დაასრულა პორტუგალიელმა.


დიმა შარიქაძე

0.136592